top of page

Coinbase-ის ახალი პარტნიორი და მათი ერთობლივი შემოთავაზება


Coinbase-ის ახალი პარტნიორობა ციფრული სასაჩუქრე ბარათების სტარტაპთან შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს შეიძინონ საცალო პროდუქტები და სერვისები კრიპტოაქტივების გამოყენებით.

უკვე ერთ წელზე მეტია, რაც კრიპტოვალლუტები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ცხელ განხილვის საგნად იქცა, მაგრამ ამჟამად მათი ყოველდღიურობაში დანერგვა მაინც პრობლემას წარმოადგენს.


მიუხედავად ამისა, ამერიკაში დაფუძნებული კრიპტოვალუტების ბირჟის, Coinbase-ისა და ლონდონის ციფრული სასაჩუქრე ბარათების სტარტაპის, WeGift-ის ახალი თანამშრომლობის წყალობით, ევროპაში ფიზიკური სერვისებისა და პროდუქტების შეძენა ბევრად გამარტივდა.


WeGift-ის პლატფორმაში Coinbase-ის საფულის სერვისების ინტეგრირების შედეგად, მომხმარებლებს ეძლევათ შსაძლებლობა შეიძინონ სასაჩუქრე ბარათები მათ Coinbase-ის ანგარიშზე არსებული კრიპტოების გამოყენებით.


როგორც ცნობილია, ამჟამად ბირჟა მხარს უჭერს ოთხ კრიპტოვალუტას: ბიტკოინს, ბიტკოინ ქეშს, ლაითკოინსა და ეთერიუმს, მაგრამ ის აპირებს თავისი კარი გაუღოს დამატებით 5 მონეტას: კარდანოს (ADA), Basic Attention Token (BAT), სტელარ ლუმენს (XLM), Zcah-ს (ZEC), და 0x-ს (ZRX).


ასე რომ, Coinbase-ის მომხმარებლები შეძლებენ WeGift-ის სასაჩუქრე ბარათების კრიპტოებით შეძენას და შემდეგ მათ 120-მდე მაღაზიაში გამოყენებას. ამ მაღაზიების რიგებს განეკუთვნება Tesco, M&S, ASOS, Uber, Carrefour, Google Play და Costa.


ამჟამად, ეს ახალი შესაძლებლობა ხელმისაწვდომია ლონდონში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ნიდერლანდებსა და ავსტრალიაში. აღსანიშნავია, რომ კრიპტობირჟის განცხადებით, ისინი ახლო მომავალში გეგმავენ გაფართოებას და უფრო მეტი ადამიანისთვის ამ შესანიშნავი სერვისის შეთავაზებას.


წყარო: coinspeaker.com

bottom of page