top of page

მატება ალტკოინების ფასმაც დაიწყო


კრიპტოვალუტების ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობამ $9 მილიარდიდან $19 მილიარდამდე მოიმატა.


ბიტკოინის ფასი $8,200-ის ფარგლებში შედარებით დასტაბილურდა. სავარაუდოა, რომ ის მალე $8,500-იანი ნიშნულსაც მოსინჯავს.


ივლისის დასაწყისიდან ბიტკოინის ფასი სხვა მასტაბილურებელ მონეტებთან მიმართებით (მაგალითად Tether USDT) ოთხჯერ გაიზარდა.


მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ფასი ოდნავ შემცირდა ბოლო 12 საათის მანძილზე, რიგი მონეტების ფასმა 10-20%-ითაც მოიმატა ბიტკოინთან შედარებით. მაგალითად Aelf(ELF), Bluzelle(BLZ), Quarkchain(QKC), WePower(WPR) .


თავდაპირველად, ბიტკოინის ფასის მკვეთრ ზრდადს არ ჰქონია პირდაპირი კავშირი სხვა კრიპტოვალუტების ფასთან, თუმცა მდგომარეობა ბოლო დღეებში შედარებით გამოსწორდა.


მიუხედავად ბიტკოინის ფასის ზრდისა, ბევრმა ინვესტორმა არჩია მცირე ალტკოინებში ფულის ჩადება და სწრაფი მოგების ნახვა, რაც მიანიშნებს კრიპტობაზრის არამყარობის გამო ინვესტორების მხრიდან მოკლევადიან პერსპექტივაში ვაჭრობის სურვილს.


რა ფაქტორებმა გამოიწვია ბიტკოინის ფასის ზრდა?


ბიტკოინისა და სხვა ვალუტების ფასის მკვეთრი ზრდა განპირობებული იყო ორი მიზეზით: დათვების მხრიდან $6,000 ნიშნულზე ბიტკოინის გაყიდვის სურვილის არარსებობა და გაზრდილი სპეკულაციები ბიტკოინის ბირჟებზე.


განსაკუთრებით პოზიტიური ტალღები წამოვიდა სამხრეთ კორეელი ინვესტორებისგან.


წყარო: www.ccn.com

bottom of page