top of page

ახალი ჰაკი შეიძლება ბაზრის მანიპულაციის ახალი გზა გახდეს


უახლესი ამბები გვაცნობებს, თუ როგორ დაჰაკეს ბლოკჩეინის ცნობილი მკვლევარი Etherscan.io. ეს ქმედება ბადებს კითხვას, აქვს თუ არა მსგავსი ტიპი ჰეკს პოტენციალი, გავლენა იქონიოს ბაზარზე.


ეს საიტი ეთერიუმის ბლოკჩეინისთვის თვალყურის სადევნებლად გამოიყენება. ბლოკჩეინის მკვლევრები ბაზრის მთავარი ნაწილები არიან, მათი დამსახურებით ნებისმიერს შეუძლია ტრანზაქციების სიის ნახვა ქსელში, ამ შემთხვევაში კი ეთერიუმის საზოგადოებას. რა თქმა უნდა, Etherscan და სხვა მსგავსი საიტების საშუალებით კრიპტოვალუტები პირადპირ არ იყიდება. ეს არის ვებ-გვერდი, სადაც ბლოკჩეინი ჩანს, თუმცა მისი შეცვლა შეუძლებელია.


ამ შემოტევის დროს საიტზე არც ერთი დეტალი, მონაცემი ან კრიპტო არ ყოფილა კომპრომიზირებული. აქედან გამომდინარე ისმის უფრო საინტერესო შეკითხვა.


საიტის ჰეკისას მომხმარებლების ეკრანებზე ამოხტა რეკლამები წარწერით ‘1337’. ეს ითარგმნება, როგორც “elite”, რაც ძირითად ჰაკერების შემოტევას მოასწავებს. მათი დემოგრაფიის გამო, ვინც ბლოკჩეინის მკვლევრებს იყენებს, ამ საიტის დეველოპერებს არ დასჭირვებიათ დიდი დრო, რომ შეეცვალათ ის, რაც მოხდა.


მთავარი რამ, რაც მოხდა ბლოკჩეინის მკვლევრების სახეცვლილება იყო. ჰაკერებმა მოახერხეს იმის მანიპულირება, რასაც მომხმარებლები ხედავდნენ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰაკერებს შეუძლიათ გააკონტროლონ ის, თუ რას ნახავენ ამ საიტის მომხმარებლები იმ მიზნით, რომ აკონტროლონ ბაზარი. მათ ამის გამოყენება შეუძლიათ მონეტების ფასების ცვლილებით, მასიური გაყიდვებისა ან უფრო დიდი პრობლემების სიმულაციისთვის. ეს ყველაფერი ხალხს მისცემს სტიმულს, დაიწყონ გაყიდვები ან ყიდვები. ამის სწორად გამოყენება ჰაკერებს საშუალებას მისცემს მიიღონ თანხა იმის მიხედვით, თუ რას აჩვენებენ მომხმარებელს.


ფიგურებისა და გრაფების გაყალბება ზეგავლენას მოახდენს ნამდვილ ბაზარზე, რაც ძალიან სახიფათოა. ჯერ-ჯერობით ეს არ მომხდარა, თუმცა Etherscna.io-ზე მომხდარი შემოტევა შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ ეს მოხდება.


ჩვენი რჩევა - იყავი ძალიან ფრთხილად. გამოიყენე ის საიტები, რომლებსაც ენდობი და ჩაატარე კვლევები თავად. რადგან ერთი საიტი ამბობს, რომ ბიტკოინის ფასი ეცემა 200 დოლარამდე, არ ჩათვალო, რომ ეს სიმართლეა. იყავი ექსტენსიური და გამოიყენე იმდენი საიტი, რამდენსაც შეძლებ, ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ არ დაზარალდე.


წყარო: cryptodaily.co.uk

bottom of page