top of page

რატომ განიხილავს ინდოეთი კრიპტოვალუტების აღიარებას?


ოფიციალური მოხსენების მიხედვით, რომელიც 2018 წლის ივლისში გამოვიდა, ინდოეთის საკანონმდებლო კომისია გეგმავს მულტიმილიონიანი სპორტული ფსონების ინდუსტრია ლეგალური გახადოს და გადახდის საშუალებებად კრიპტოვალუტები დაუშვას.


„სპორტისა და აზარტული თამაშების საკანონმდებლო ფრეიმვორქი“ - სწორედ ამ სახელით გამოიცა აღნიშნული მოხსენება. ქვეყანაში იგეგმება ტოტალიზატორის ბიზნესის ლეგალიზება და კრიპტოვალუტები გადახდის სავარაუდო საშუალებებად განიხილება.


როგორც ბოლო პერიოდში მომხდარი სკანდალის დროს გაირკვა, კრიკეტის ადგილობრივი ჩემპიონატის დროს უამრავი ცნობილი სახე და პოლიტიკოსი „შავ ფულს“ იყენებდა არალეგალური ფსონების დასადებად. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სერიოზული საუბრები ბიზნესის ლეგალიზებაზე, რადგან აკრძალვების პირობებში ვერ ხერხდებოდა შავი ბაზრის კონტროლი.


საბოლოო გადაწყვეტილება იმაზე, თუ რა ბედი ეწევა სპორტულ ტოტალიზატორებსა და კრიპტოვალუტებს დამოკიდებულია იმ რეგულაციებზე, რომელიც ოფიციალურად 2018 წლის 11 სექტემბერს უნდა გასაჯაროვდეს. ამ დროისთვის ინდოეთში შეზღუდულია კრიპტობირჟებიდან თანხის გამოტანა და ზოგადად ასეთი ბირჟების არსებობა. ამის საშუალება მხოლოდ რამდენიმე ბირჟაზე არსებობს, კერძოდ WazirX და Koinex Loop-ზე.


წყარო: www.ccn.com

bottom of page