top of page

უოლ-სტრიტმა 572 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინის გარიგებები აწარმოა


ბიტკოინის ფასი ისევ იზრდება და უოლ-სტრიტიც საქმეში ერთვება. მაისის შუა რიცხვების შემდეგ, ბიტკოინის ფასმა 8,500 დოლარს პირველად მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში მისი ფასი რამდენიმე ასეული დოლარით ეცემოდა, გასულ კვირას 10%-ით, ხოლო ამ თვეში 29%-ით მოიმატა.


როგორც ეტეროს სავაჭრო ბაზრის მთავარმა ანალიტიკოსმა, მატი გრინსპანმა, განაცხადა, ბაზარი გამოცოცხლდა იაპონელი და სამხრეთ კორეელი ტრეიდერების მიერ, რომლებმაც ბიტკოინის ფასის ზრდაზე დიდი გავლენა იქონიეს.


CCN-ში გრინსპანმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ვაჭრობის მაჩვენებლის მიხედვით, ბაზარზე აღმოსავლეთ აზია ლიდერობს. აშშ-ის დოლარსაც ჰქონდა აღმასვლა, თუმცა ის გაცილებით ფოკუსირებული იყო. ვგულისხმობ იმას, რომ ამერიკელები მხოლოდ ფასების აფეთქების დროს იღებდნენ მონაწილეობას და ნაკლებად სხვა ვითარებებში.“


ეს არ ნიშნავს იმას, რომ აშშ სავაჭრო ბაზარზე მონაწილეობას არ იღებს. სინამდვილეში, ტრეიდინგ მონაცემებზე, გრინსპანმა ჩიკაგოს ბაზის მაჩვენებლების მიხედვით ისაუბრა. CME-მ და CBOE-მ, აშშ-ის რეგულირებადმა დერივატებმა, რომლებიც ბიტკოინით ვაჭრობასა და მის გარიგებებს აღწერენ, განაცხადეს, რომ უოლ სტრიტს საქმეში ჩართვა სურს.


CME-მ სამშაბათს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, 12,878 კონტრაქტით, რაც 64,390 ბიტკოინის ეკვივალენტია და 530 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. CBOE-ის ტრეიდერებმა 7,138 კონტრაქტით (თითოეული კონტრაქტი 1 ბიტკოინს ასახავს), ბიტკოინით ვაჭრობის საერთო მაჩვენებელი 71,528-მდე გაზარდეს. თითო ბიტკოინის ფასი 8,000 დოლარით რომ განვსაზღვროთ, აგვისტოში CME-ს სავაჭრო ბაზრის დღიური მაჩვენებელი 572,2 მილიონი დოლარი იქნება.


თუმცა, ეს არაფერია კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზრის მოცულობასთან შედარებით, რაც CoinMarketCap-ის მიხედვით, სამშაბათს 7,7 მილიარდი დოლარი იყო.


მეტიც, ჰონგ-კონგის კრიპტოვალუტის ტრეიდინგ პლატფორმამ, BitMEX-მა, სამშაბათს, ბიტკოინის (XBT) სარეკორდო 1 მილიონი კონტრაქტი აწარმოა, რისი ფასიც 8 მილიარდ დოლარზე მეტია. ამ კონტრაქტების უმრავლესობა (7 მილიარდ დოლარზე მეტი) კი, XBT/USD სავაჭრო ბაზარზეა კონცენტრირებული.


ბიტკოინის ფასის ზრდა და მისი ფართოდ გამოყენება, უოლ-სტრიტს ამ ახალ ეკოსისტემაში სტრატეგიულად ჩართვისკენ უბიძგებს.


წყარო: www.ccn.com

bottom of page