top of page

რა ხერხებს მიმართავს კორეა ჰაკერობის აღმოსაფხვრელად


სამხრეთ კორეის მთავრობა და ადგილობრივი ფინანსური ორგანოების ხელისუფალნი ქვეყნის პირველი კრიპტო და ბლოკჩეინ კანონმდებლობის უახლოეს დროში მიღებას აპირებენ, რომ დააკანონონ და მკაცრად განახორციელონ ზედამხედველობა კრიპტოვალუტის ადგილობრივ ინდუსტრიაზე.


ახლად მომზადებული რეგულაციების სტრუქტურით, რომლებიც ბიზნესებსა გარიგებებს მოიცავს ბლოკჩეინის პროექტებსა და კრიპტო ბირჟებზე, მოსალოდნელია დეცენტრალიზებული აპლიკაციების (dApps) განვითარება და ადგილობრივ სავაჭრო ბაზარზე კრიპტოვალუტის ბირჟების რაოდენობის სწრაფი ზრდა.


კრიპტო ბირჟები უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით არ მოქმედებენ


ქვეყნის მთავარი ფინანსური სააგენტოს - ფინანსური სერვისების კომისიის (FSC), ვირტუალური ვალუტის რეაგირების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჰონგ სეონგ-კიმ, ბლუმბერგთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არასტანდარტული უსაფრთხოების სისტემების გამო სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის ბირჟა არ არის მზად მილიარდობით დოლარის კრიპტო აქტივების, როგორებიცაა ბიტკოინი და ეთერი, შესანახად და სამართავად.


მხოლოდ ივნისში სამხრეთ კორეის ორი უმთავრესი კრიპტო ბირჯა Bithumb-ი და Coinrail-ი გატეხეს, სადაც თითოეულმა 40 მილიონი დოლარი დაკარგა. საბედნიეროდ, ორივე სავაჭრო პლატფორმას საკმარისი მარაგი ჰქონდა იმისათვის, რომ მომხმარებლისთვის ჰაკერების მიერ მოპარული თანხა დაებრუნებინა, თუმცა ჰაკერების ვინაობა დღემდე უცნობია. უსაფრთხოების ხარვეზების გამო და ინვესტორების შესანარჩუნებლად, ადგილობრივი ფინანსური მარეგულირებლების გაუმჯობესება და რეგულაციების ახალი სტრუქტურის შექმნა გახდა საჭირო.


„კრიპტო ბირჟების ზრდასთან ერთად, უსაფრთოების თვალსაზრისით, სავაჭრო პლატფორმები შესაბამისად მომზადებული არ არიან. ჩვენ ვცდილობთ ყველაზე მნიშვნელოვან და გადაუდებელ საკითხებზე კანონმდებლობის მიღებას, რაც გულისხმობს უახლოეს დროში ფულის გაყალბების პრევენციასა და ინვესტორებისთვის დაცულობის უზრუნველყოფას“-აცხადებს ჰონგი.


გასული ორი წლის განმავლობაში, სამხრეთ კორეის ხელისუფლებას განსაზღვრული ჰქონდა კრიპტოვალუტის ბიზნესებსა და ბლოკჩეინ სექტორზე რეგულაციების შემდგომ მოსალოდნელი ცვლილებები და ამის გამო აღარ გაატარეს შესაბამისი ღონისძიებები, რადგან ივარაუდეს, რომ ამას ინვესტორები გაიგებდნენ, როგორც კრიპტოვალუტების სექტორში სრულფასოვნად ჩარევას.


თავის ინტერვიუში, ჰონგმა ყურადღება გაამახვილა კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ იგი კრიპტო ბაზრისა და ციფრული აქტივების ზრდისთვის არ იქმნება, თუმცა ინვესტორების დაცვა და შიდა ადმინისტრაციული სისტემების გამართვა მსხვილი ჰაკერული თავდასხმების აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული.


მოსალოდნელი შედეგი კრიპტო კანონმდებლობის დამტკიცების შემდეგ


გასული წლის დეკემბერში, სამხრეთ კორეაში, კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟამ თავისი უმაღლესი მაჩვენებელი დააფიქსირა. ბიტკოინის ფასმა აშშ-სა და იაპონიაში ყველა დროის უმაღლეს მაჩვენებელს $19,500-ს მიაღწია, ხოლო სამხრეთ კორეაში $25,000-ს გადასცდა.


იმ პერიოდში, ადგილობრივ კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟებზე ინვესტორებმა მნიშვნელოვანი თანხები დააბანდეს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მას არ აღიარებდა და შესაბამისად სუსტი უსაფრთხოების სისტემებით იყო აღჭურვილი.


ანალიტიკოსები, მათ შორის ადგილობრივი მედია სივრციდან, აცხადებენ, რომ კრიპტოვალუტის ბირჟებისა და ბლოკჩეინის პროექტებისთვის ახალი რეგულაციების სტრუქტურის შემუშავება, ბაზარზე მნიშვნელოვან თანხებს შემოიტანს და ამავე დროს, თავიდან აიცილებს სპეკულატორებს, თაღლითებსა და ჰაკერებს.


ფინანსური სერვისების კომისიაც ჩაერთო კრიპტოვალუტის ბაზრის განვითარების საქმეში და განსაკუთრებულად ყურადღება მიაქცია “Kimchi Premium“-ის მთავარი ამოღების საკითხს.


მარტივად რომ ვთქვათ, Kimchi Premium-ი წარმოადგენს სამხრეთ კორეის ბირჟების ფასების განსხვავებულ მაჩვენებელს უცხოური ბირჟების მაჩვენებელთან შედარებით. ძირითადად კი, ეს ბიტკოინის ფასთან მიმართებაში შეიმჩნევა.


წყარო: www.newsbtc.com

bottom of page