top of page

მოითხოვეთ სტატია თქვენთვის საინტერესო თემაზე!


მოგესალმებით!


უკვე ნახევარ წელზე მეტია, რაც ჩვენი ვებ-გვერდი ფუნქციონირებს და გვინდა პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც აქტიურად ადევნებთ თვალყურს ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და გვეხმარებით საიტის გაუმჯობესებასა და დახვეწაში. ჩვენს ვებ გვერდს თითქმის 8,000 რეგულარული მომხმარებელი ჰყავს და ძალიან მოხარულები ვართ, რომ თქვენი დახმარებით ასეთ შედეგს მივაღწიეთ. ასევე, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ იმ ენთუზიასტებს, რომლებიც ამ დროის მანძილზე რეგულარულად გვეხმარებოდნენ მასალების მომზადებაში, აბსოლუტურად უსასყიდლოდ. CryptoZ-ს ამ დრომდე არ მიუღია მოგება, არ გაუცია ხელფასები და ცხადია, არც დივიდენდები - ვამაყობთ, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც იზიარებენ ჩვენს ხედვებს და აცნობიერებენ განათლებისა და სიახლეების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით.


Cryptoz.ge ყოველდღიურად ვითარდება და ქართველ მომხმარებლებზე მორგებული მასალის შექმნაზე მუშაობს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირ თქვენგან მოვისმინოთ, თუ რა გაინტერესებთ. ბლოკჩეინ და კრიპტო სფეროში ნებისმიერი საკითხით დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუკ გვერდზე ნებისმიერ დროს და ჩვენ განვათავსებთ თქვენთვის სასურველ მასალებს ჩვენს ვებ გვერდზე. ასეთი თანამშრომლობის მეშვეობით საიტი უკეთ შეასრულებს თავის თავდაპირველ დანიშნულებას - იყოს სწორედ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციებით გაჯერებული, აამაღლოს თქვენი ცოდნა იმ მიმართულებით რომელიც თქვენთვის საინტერესოა.


ამასთან ერთად, ვიწვევთ მოხალისეებს! შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენს მიერ ქართულ ენაზე მომზადებული საინტერესო მასალები, რომლებიც რედაქტირების გავლის შემდეგ აუცილებლად აიტვირთება ჩვენს საიტზე, ცხადია, თქვენი ავტორობით. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მიერ მომზადებულ მასალებში მითითებული იყოს წყარო (რათა მოხდეს ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება) და არ შეიცავდეს რაიმე სახის ფინანსურ რჩევას, როგორიცაა ფასების პროგნოზირება, კონკრეტული პროექტების რეკლამირება და ა.შ.


რა თქმა უნდა, როგორც მოთხოვნილი, ასევე მოწოდებული მასალები უნდა ეხმიანებოდეს კრიპტო და ბლოკჩეინ სივრცეს.


დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის!

bottom of page