top of page

CoinMarketCap-ი მონაცემების დამუშავების პროფესიონალურ არხს უშვებს


კრიპტოვალუტის ფასის დამდგენმა და მონაცემების დამგროვებელმა ვებ გვერდმა CoinMarketCap გაუშვა API-ს პროფესიონალური სერვისის ახალი ვერსია, რომელიც განკუთვნილია კრიპტოვალუტის დამგროვებლებისთვისა და დეველოპერებისთვის.


CMC უშვებს პროფესიონალურ API-ს


ვებ-გვერდს ჰყავს უფასო API-ს მომხმარებლები, თუმცა ახალი პროდუქტი უფრო მეტ ვარიანტს სთავაზობს მათ, მაგალითად, პროფესიონალი სავაჭრო ფირმების შეხვედრის უფრო დიდ ალბათობას.


ჰობის დონეზე გაკეთებული პროექტების ფასი თვეში 79 დოლარიდან იწყება, როცა პროფესიონალური პროექტების ფასი - თვეში 699 დოლარს აღწევს. სერვისი ასევე თავაზობს საწარმო დონის API-ებს, რომლებიც შეიძლება იყოს რედაქტირებული დეველოპერის ან მომხმარებლის სურვილისამებრ.


„ჩვენი მიზნის ნაწილია გავაგრძელო CMC-ის კრიპტოვალუტის სექციის ზრდა, ამიტომ ჩვენი პროფესიონალური API დაზუსტებით გადაამოწმებს მონაცემებს, რომელსაც ჩვენი მომხმარებლები ხედავენ და ენდობიან და შევძლობ ამის ინტეგრირება ყველა აპლიკაციაში“ - თქვა ბრენდონ ჩეზმა, CMC-ის დამფუძნებელმა. „ჩვენი API აღჭურვილია საუკეთესო სადეველოპერო დაფით, რომელიც დაეხმარება ყველა დეველოვერს, დაწყებული მოყვარულიდან, დამთავრებული უფრო მაღალი დონის კრიპტოვალუტის გუნდებით“.


CMC-ს საინფორმაციო არხის ახალი მოდელის გაშვებას ამ თვის დასაწყისში განაცხადი მოჰყვა, რომლის თანახმადაც ვებ-გვერდი აპირებს მომხმარებლებს დიდი რაოდენობით ინფორმაცია და ანალიტიკური ხელსაწყოები მიაწოდოს. ეს ყველაფერი კრიტიკოსების საპასუხოდაა, რომლებიც ამბობენ, რომ ვერ-გვერდი კრიპტოვალუტის ბაზრის აკურატულ სურათს ყოველთვის არ აჩვენებს.


CoinMarketCap-ის განახლება ცვლის ბაზრის რეიტინგს


ამ მიზნით მან მიმნიმუმამდე დაიყვანა კრიპტოვალუტის გაცვლების მოთხოვნები და ბაზარზე გაჩენილი ერთ-ერთი იმ სტიმულის გამორიცხვით გამოაქვეყნა თავისი მონაცემები პლატფორმაზე, რომელიც ვებ-გვერდის სტატისტიკური ალგორითმების კონტროლს ცდილობდა CMC-ს რეიტინგის გაუმჯობესების მიზნით.


„კიდევ ერთხელ გვინდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ფილოსოფია, რომელიც მდგომარეობს მომხმარებლისთვის რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდებაში, რათა მათ თავად ჩამოაყალიბონ დასკვნები და იტერპრეტაციები და არ მოექცნენ ჩვენი იდეების გავლენის ქვეშ“ - განაცხადა კომპანიამ.


წყარო: www.ccn.com

bottom of page