top of page

სტარბაქსში შეგიძლით ბიტკოინით გადაიხადოთ


მაიქროსოფთისა და სტარბაქსის ახალი პარტნიორობა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფრაპუჩინო ბიტკოინით შეიძინონ.


სტარბაქსი, მაიქროსოფტი და წამყვანი გლობალური ბირჟა მუშაობენ ახალი ციფრული პლატფორმის შექმნაზე, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სტარბაქსში ბიტკოინით და სხვა კრიპტოვალუტებით შეიძინონ სასურველი პროდუქტი.


სტარბაქსი, მაიქროსოფტი და Intercontinental Exchange ქმიან ახალ კომპანიას, Bakkt , რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეიძინონ, გაყიდონ, შეინახონ და დახარჯონ კრიპტოვალუტები უკვე ნოემბრიდან. პლატფორმა ავტომატურად გადაიყვანს ბიტკოინებს და სხვა კრიპტოვალუტებს აშშ დოლარში და შესაძლებელს გახდის სტარბაქსში რეალური პროდუქციის შეძენას.


სტარბაქსი აცხადებს, რომ მათ სურთ ყველა გემოვნების მომხმარებელს ჰქონდეს გადახდის სასურველი მეთოდის გამოყენების საშუალება როცა მათი პროდუქციის შეძენა ენდომებათ.


ბევრი აკრიტიკებს ბიტკოინის სწრაფად ცვალებად ფასს და მას ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის გამოუსადეგარს უწოდებს, თუმცა როცა საქმეში სტარბაქსის მსგავსი გიგანტი ერთვება, მოსალოდნელია, რომ შემოდგომიდან სხვა სურათი ვიხილოთ.


ბიტკოინისთვის კი შესაძლოა ეს ყველაზე გავრცელებულ ვალუტად დამკვიდრებისა და ფასის გრძელვადიანი ზრდისკენ მიმავალი საშუალება გახდე. აქამდეც არსებობნდენ ბიზნესები, რომლებიც სერვისის სანაცვლოდ ბიტკოინს იღებდნენ, თუმცა არა სტარბაქსის მასშტაბის და ცნობადობის მქონე. ეს ახალი პარტნიორობა საინტერესო იქნება დასაკვირვებლად როგორც მოკლე, ასევე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებში.


წყარო: www.cnbc.com

bottom of page