top of page

კრიპტო ბაზარი კვლავ იზრდება


ბოლო 24 საათის განმავლობაში, მონეტების ფასმა, Digibyte-ის, Aelf-ის, Polymath-ისა და 0x-ის ჩათვლით, ზრდა დაიწყო, რის გამოც კრიპტოვალუტების ბაზრისმოცულობამ 258$ მილიარდს მიაღწია.


ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასმა ორი პროცენტით მოიმატა. ეთერიუმის ფასი 413$, ხოლო ბიტკოინის 7,160$ გახდა.


ამისდა მიუხედავად, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასმა კლება დაიწყო და 7,100$-სა და 410$-მდე დაიწია.


ბიტკოინის მოცულობამ ოთხ მილიარდზე დაბლა დაიწია


მას შემდეგ, რაც 24 ივლისს ბიტკოინის ფასმა 8,500$-ს მიაღწია, კრიპტო ბაზარმა ვერ შეძლო მდგომარეობიდან გამოსვლა და წინსვლის რაიმე ტემპის დემონსტრირება.


დღესდღეობით, ბიტკოინის მოცულობა 3.7$ მილიარდია, რაც 21 ივლისიდან მოყოლებული უმდაბლესი მაჩვენებელია. ეთერიუმის მოცულობა კი ივლისის შუა რიცხვებში არსებული სამი მილიარდის მხოლოდ 50%-ია (1.4$ მილიარდი).


მაშინ, როდესაც ბიტკოინისა და ეთერიუმის, ორი ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის, ფასი რადიკალურად დაეცა ორი კვირის განმავლობაში, ტეზერის (USDT), stablecoin-ი, რომლის ღირებულებაც ამერიკულ დოლართანაა მიბმული, მოცულობა გაიზარდა. სავარაუდოდ ეს ინვესტორების მიერ თავიანთი ანაბრების ამერიკულ დოლართან ჰეჯირების შედეგი უნდა იყოს.


ხშირად, როდესაც ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასი ეცემა, ხოლო ტეზერის მოცულობა იმატებს, ბაზარზე მოკლევადიანი გაუმჯობესება აღინიშნება. თუ ბიტკოინის ფასი შემდეგი 24-48 საათის განმავლობაში არ აიწევს, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის 7000$-ზე დაბლა დაიწევს და 6500$-სკენ გააგრძელებს ვარდნას.


CCN-ის თანახმად, იმისდა მიუხედავად, რომ კრიპტოვალუტური სექტორი აქტიურად ვითარდება და ციფრული აქტივების მასიური მიღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ყურადღება ციფრული აქტივებისკენაა მიმართული, თვითონ ბაზარი ცუდად ფუნქციონირებს.


წყარო: www.ccn.com

bottom of page