top of page

„რიპლი ბიტკოინსა და ეთერიუმზე უკეთესია“


კორეაში Block in Press-თან ინტერვიუს დროს ტექქრანჩისა და „არინგტონ XRP კაპიტალის“ დამფუძნებელმა, მიქაელ არინგტონმა, განაცხადა, რომ XRP ტრანზაქციების მხრივ ბიტკოინსა და ეთერიუმზე უკეთესია.


ტექქრანჩის დამფუძნებელმა, კრიპტოვალუტების კორეელ ენთუზიასტებთან თავის წარდგენის შემდგომ, არინგტომ XRP კაპიტალზე ისაუბრა. ეს კომპანია 100$ მილიონიან ჰეჯ ბირჟას წარმოადგენს და მხოლოდ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ ობიექტებში დებს ინვესტიციებს. მან განაცხადა, რომ იმ გარიგებების უმრავლესობა, რომლებსაც კომპანია აწარმოებს, აზიაზე, კონკრეტულად კი კორეასა და ჩინეთზე, მოდის.


მისი თქმით, კორეული ბაზარი „ევროპელთათვის ოდნავ ბუნდოვანია“. იმისდა მიუხედავად რომ ამ ქვეყანაში სტუმრობა ადვილია, ბიზნესის წარმოება ხანდახან საკმაოდ რთულია. ფირმას კორეაში მეტი ბიზნესის საწარმოებლად ახალი გზების გამოძებნა სურს. მან დაამატა, რომ ქვეყანაში ოფისში მომუშავე ადამიანების 40% კრიპტოვალუტებს ფლობს, ასეთი მაჩვენებელი სხვა არც ერთ ქვეყანაში არ მოიძებნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ხალხს სიახლეების ცდა და ქსელური ეფექტის მიღება ყველაზე სწრაფად და ადვილად შეუძლია.


მიქაელ არინგრონმა ახსნა ისიც, თუ რატომ აირჩია ჰეჯ ფონდმა XRP, როგორც თავისი მთავარი კრიპტოვალუტა. მან აღნიშნა, რომ რადგანაც ეს კომპანია კრიპტოვალუტებზე კონცენტრირებული ჰეჯ ფონდია, მას სურს იყოს პირველი ჰეჯ ფონდი, რომელიც დომინანტი იქნება კრიპტოვალუტებში და არა დოლარში თუ სხვა ქაღალდის ფულში.


„ჩვენ ვფიქრობთ... არა, ჩვენ ვიცით, რომ პირველი ჰეჯ ფონდისთვის, რომელიც ამ სფეროში დომინანტი იქნება, XRP საუკეთესოა. ის ოდნავ უფრო ცენტრალიზებულია ვიდრე, ვთქვათ ბიტკოინი, ამერიკაში კი ძალიან ბევრს მოსწონს ის და თუ ფულის გადაგზავნა სწრაფად და იაფად გსურს, XRP-ზე უკეთესი საშუალება არ არსებობს“.


მიქაელის თქმით, კომპანიის პირველი დასკვნითი ანგარიში ამერიკის შეერთებულ შტატებში 50$ მილიონი იყო. მათ ფული სამი წამის განმავლობაში გადარიცხეს, ტრანზაქციის გადასახადმა კი მხოლოდ 20-30 ცენტი შეადგინა. „ბიტკოინი და ეთერიუმი ამას ვერც კი შეედრებიან და სწორედ ამიტომაა რიპლი საოცარი“.


XRP არ არის ერთადერთი ვალუტა, რომელიც კომპანიას აქვს. აღსანიშნავია, რომ ის ნებისმიერ სხვა კრიპტოვალუტაზე მეტ ბიტკოინს ფლობს.


წყარო: ambcrypto.com

bottom of page