top of page

ნეოს ახალმა გეგმამ შესაძლოა გონიერი კონტრაქტების მომავალი შეცვალოს


ნეოს დამფუძნებელი ახალ გეგმას გვთავაზობს იმის შესახებ, თუ როგორ შეცვლის პლატფორმა გონიერი კონტრაქტების მომავალს.


იუთუბის ჩინურ არხთან, Chain Show-თან, ინტერვიუში, ნეოს შემქმნელმა, ერიკ შანგმა, დეტალურად აღწერა ნეოს განვითარების შემდგომი ეტაპი, რომელსაც ნეო 3.0 ჰქვია:


„თავდაპირველად ნეო 3.0 მსხვილი კომერციული აპლიკაციებისთვის იყო განკუთვნილი. ზუსტად ამიტომაა, რომ ის ისეთი ტექნიკური მახასიათებლებითაა აღჭურვილი, როგორიცაა სტაბილურობა და მაღალი TPS. მას ასევე დიდი რაოდენობით საქმიან ინფორმაციასთან მუშაობა უნდა შეეძლოს. ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა არსებული სისტემის გაუმჯობესება, რაც კოდში მრავალი ცვლილების შეტანას გულისხმობს. ამასთან, ჩვენ კიდევ მრავალი მახასიათებელი უნდა დავამატოთ, როგორიცაა გონიერი კონტრაქტების ახალი მხარდაჭერა და ბლოკჩეინის სტაბილური საძირკველი. ჩვენ ასევე მთლიანი ეკონომიკური მოდელის შეცვლაც გვსურს.“


შანგის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება ნეოს გონიერი კონტრაქტების გამოყენებასა და დეცენტრალიზებული აპლიკაციების შესაქმნელად დეველოპერების მოზიდვას ემსახურება: „მაგალითად, ერთ-ერთი რაც გვინდა გავაკეთოთ იმ დეველოპერებისთვის, რომელთაც ნეოზე მუშაობა სურთ, ფასის დაკლებაა. წინათ, გონიერი კონტრაქტის შექმნა 500 GAS-ი ღირდა, იმისდა მიუხედავად, რომ ეს შეიძლება ხელმისაწვდომი ფასი იყოს დეველოპერთა ნაწილისთვის, დანარჩენებისთვის ეს ფასი ძალიან მაღალია. ამიტომ, ჩვენ დაფასოების სისტემის შეცვლა გადავწყვიტეთ. რაღა თქმა უნდა, ნეოს სხვა ცვლილებებთან ერთად, ესეც საზოგადოების მიერ განიხილება. ნეო 3.0-ის ცვლილებები რომ შევაჯამოთ, ჩვენ მონეტების ეკონომიკის მოდიფიცირება, დაფასოების მოდელის გაუმჯობესება, ქსელის სტაბილურობის უზრუნველყოფა და TPS-თან დაკავშირებით მოქნილობის გაზრდა გვსურს.“


შანგმა ასევე თქვა, რომ საწარმო აპლიკაციების აღმოცენებისთვის მხარის დაჭერა საზოგადოებრივი ბლოკჩეინების მომავლისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია: „ვფიქრობ, რომ მსხვილი ბიზნესებისა და აპლიკაციების მომსახურება მნიშვნელოვანი ტრენდი იქნება. თუ ბლოკჩეინ ეკოსისტემა ამ გზით არ წავა, მაშინ ეს ობიექტები პლატფორმით სარგებლობას ვერ შეძლებენ. ეს ბლოკების შენებასავითაა. ბლოკჩეინი არაა იმ აპლიკაციების ადგილი, რომლებმაც არ იმუშავეს ან დაუხვეწავი არიან, რადგან ისინი ეკონომიკას ვერაფერს შემატებენ. თავად ბლოკჩეინს უნდა შეეძლოს მსხვილი აპლიკაციების მომსახურება.“


იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით წავა ნეო გრძელვადიან პერსპექტივაში, შანგი ამბობს, რომ ყოველი შეთავაზებული ცვლილება უნდა განიხილოს საზოგადოებამ და მათვე მიაღწიონ კონსესუსს: „ჩვენ ამ შეთავაზებებს გადავცემთ საზოგადოებას, რომელიც განიხილავს და კონსესუსს მიაღწევს იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა შეიცვალოს და რა უნდა დაემატოს. შესაძლოა ნეო 3.0-თან დაკავშირებული იდეების მხოლოდ ნახევარი მეკუთვნის მე, მეორე ნახევარი კი მთლიანად ტექნიკურ საზოგადოებაზე მოდის. ჩვენ ყველანი ერთი მიზნისთვის ვმუშაობთ, ნებისმიერს შეუძლია წარადგინოს შეთავაზება და პოტენციურად შეცვალოს ნეოს ტექნოლოგია.“


წყარო: dailyhodl.com

bottom of page