top of page

რიპლს ბინანსზე გაცვლის ძირითად ვალუტად გახდომა სურს


ტვიტერზე რიპლის გუნდმა მასიურად დაიწყო კრიპტოვალუტის ფონდების მიერ ვალუტის მიღებაზე მუშაობა. ამჯერად ისინი ბინანსზე არიან კონცენტრირებულნი. იმისდა მიუხედავად, რომ რიპლი, სიდიდით მესამე კრიპტოვალუტა, ზოგიერთ ბირჟაზე მიიღეს, ისინი მას ისე უყურებენ, როგორც მორიგ ციფრულ აქტივს.


როგორც ამ ერთი თვის განმავლობაში ბირჟების იმ მცირე შემთხვევებში გამოჩნდა, რომლებმაც XRP მიიღეს, რიპლის გამოყენების არეალი იცვლება. ვალუტას მიზნად ჰქონდა დასახული ფეხი მოეკიდებინა ინსტიტუციური რანგის ბირჟაზე, DCEX-ზე, სადაც მომხმარებლებს რიპლის სხვა კრიპტოვალუტებში გადაცვლის საშუალება ექნებოდათ, როგორებიცაა ბიტკოინი, ეთერიუმი და ლაითკოინი.


XRP მიიღო ბირჟა ბიტრუემ, რაც ამ ვალუტის პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მას შემდეგ, რაც ინდოეთის სარეზერვო ბანკმა ქაღალდის ფულის ციფრულში გადაცვლა შეზღუდა, ბიტკოინსა და ეთერიუმთან ერთად რიპლი იტალიურმა ბირჟამაც, უნოდაქსმაც, მიიღო. ვაის რეიტინგის მიერ ტვიტერზე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მომხმარებელთა უმეტესობა (78%) რიპლს ბირჟებს შორის ფულის გადარიცხვისთვის საუკეთესო პლატფორმად მიიჩნევს, ბიტკოინსა და ეთერიუმს კი მხოლოდ მცირე რაოდენობა ამჯობინებს (8% და 6%).


ამ ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ძალა რიპლის თვისებაა ფულის ადვილად, სწრაფად და თითქმის უფასოდ გადარიცხვა. მძიმეწონიან ვალუტებთან, ბიტკოინსა და ეთერიუმთან, შედარებით XRP-ს გადარიცხვის დრო თითქმის მომენტალურია. მეტიც, როგორც რიპლის მიერ დანახულ Internet of Value-სა და ისეთი მოვლენების, როგორიცაა InterLedger Protocol, მაგალითზე გამოჩნდა, რიპლი ზუსტადაც რომ ფულის სწრაფი გადაადგილებისთვისაა კონსტრუირებული.


რიპლის საზოგადოება თვლის, რომ ვალუტის ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება, რადგანაც ისინი ეკოსისტემაში მეტ სიახლეებს ამატებენ. აღსანიშნავია, რომ უკვე არსებობს ვიც ვინდის მიერ შექმნილი ინოვაცია, სახელად XRP ტიპ ბოტი, რომელიც ტვიტერისა და რედიტის მომხმარებლებს სხვებისთვის რიპლის ჩუქების საშუალებას აძლევს.


ამასთან ერთად, რიპლის პლატფორმაზე გადარიცხვების საფასური ნაკლებად ექვემდებარება ცვლილებას, რასაც ვერ ვიტყვით ბიტკოინსა დ ეთერიუმზე. ამიტომ, XRP ფულის გადარიცხვისა და მიღებისთვის უფრო სტაბილური გარემოა.


ტვიტერზე რიპლის ჯგუფი ძირითადად ამ პრინციპების გარშემო იყრის თავს, შეტევას კი კრიპტო ავტორიტეტი C3 Nik-ი უძღვება. მან ახლახანს დაპოსტა ტვიტერზე: „ჩვენ გვსურს, რომ ბინანსმა რიპლი თავის ერთ-ერთ საბაზისო აქტივად აქციოს, რათა ფულის გადაგზავნა უფრო სწრაფი გახდეს. გთხოვთ ეს გააკეთოთ“.


ბინანსის მომხმარებელმა, Crypto Couple-მა თქვა: „ჩვენც ბინანსით ვსარგებლობთ. რიპლის დამატების შემდეგ კი მას უფრო ხშირად გამოვიყენებთ. XRP ვალუტების გადაადგილებისთვის საუკეთესო საშუალებაა, სწრაფი და იაფი. იდეალური ბაზა. ჩვენ ვერიდებით ბიტკოინს, როდესაც ამის საშუალება გვაქვს, რადგან მისი გადარიცხვის საფასური უბრალოდ აბსურდულია. ბიტკოინი კოლექციონერის ნივთია, რიპლი კი საუკეთესო ხიდი. ჩვენ გვიყვარს ეს მონეტა“.


XRP-ის კიდევ ერთმა აქტიურმა მომხმარებელმა, PandaRippleXRP-მ დაპოსტა: „ძვირფასო ბინანსო, გაქვთ თუ არა გეგმები XRP-ს მიღებასთან დაკავშირებით? ეს ტრანზაქციების დიდ რაოდენობასთან მუშაობას გაგიადვილებთ. საბოლოოდ კი, ის თქვენს მომხმარებლებს უკეთეს გარემოს შეუქმნის“.


გამოჩენილმა რიპლის ენთუზიასტმა, კრიპტო ჯომ თქვა: „ეს შესანიშნავი ნაბიჯი იქნება ვაჭრობის მოცულობაში პირველი ადგილის დაკავებისკენ, რადგანაც მეტი და მეტი ბირჟა, მათ შორის მასტოდონ SBI VC სავაჭრო პლატფორმაც, იღებს რიპლს. ასევე, რიპლი დაბალ გადასახადსა და გადარიცხვების შეფერხების შემცირებას უზრუნველყოფს“.


ამისდა მიუხედავად, ბინანსს ჯერ არ უპასუხია. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, თუ რა მოხდება.


წყარო: ambcrypto.com

bottom of page