top of page

გამოუშვებს თუ არა ფეისბუკი თავის კრიპტოვალუტას?


სოციალური მედიის წამყვანი საიტი, ფეისბუკი, რომელსაც მილიარდობით მომხმარებელი ჰყავს, შესაძლოა საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავდეს.


ამ წლის დასაწყისში, ფეისბუკმა ბლოკჩეინის კვლევის გუნდი შექმნა, რომელსაც დევიდ მარკუსი ჩაუდგა სათავეში. გუნდის მიზანი თავიანთი სოციალური ქსელის პლატფორმაზე ბლოკჩეინ ტექნოლოგიის - სავარაუდოდ კრიპტოვალუტისაც, გამოყენებაა. დევიდ მარკუსი ცნობილია მესენჯერის ერთ-ერთ ყველაზე ხშირად მოხმარებად სასაუბრო აპლიკაციად ქცევით, რომელიც თავდაპირველად საკმაოდ მცირე ზომის მასშტაბების იყო. ამასთანავე, მარკუსი მჭიდრო კავშირშია კრიპტო სამყაროსთან; ის კოინბეიზის, ამერიკის შეერთებულ შტატებში უმსხვილესი და ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტების ბირჟის, დირექციის წევრი იყო.


ახლახანს მან დატოვა კოინბეიზი. ტვიტერზე ერთ-ერთმა კომენტატორმა, გაგან ჯეინმა, ეს მოვლენა შემდეგნაირად შეაფასა: "ეს ერიკ შმიტის მიერ, ანდროიდის გამოშვებამდე ეფლის დატოვების მსგავსი შემთხვევაა". მართლაც, კოინბეიზის დატოვებით, მარკუსმა თავი დაიზღვია კონფლიქტისგან, რომელიც ფეისბუკის მიერ საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის შედეგად შეიძლება წარმოშობილიყო. ახლა კოინბეიზს ფეისბუკის კრიპტოვალუტის დამატების შესაძლებლობა აქვს, რაღა თქმა უნდა, თუ ფეისბუკი მას გამოუშვებს. ეს ფეისბუკის კრიპტოვალუტის გავრცელებას დიდად შეუწყობს ხელს.


ანონიმური წყაროების თანახმად, ფეისბუკის ბლოკჩეინის კვლევის გუნდი სტელარს შეხვდა. შეხვედრაზე მათ სტელარის მიერ ფეისბუკის კრიპტოვალუტის შექმნა განიხილეს. სტელარმა მსგვსი დახმარება გაუწია სამესიჯო აპლიკაცია კიკს - კრიპტო მონეტა კინის შექმნით. ეს ანონიმური წყაროები იმასაც ამბობენ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი სხვა კრიპტო პროექტებსაც შეხვდა.


სოციალური კრიპტოვალუტის შესაქმნელად სტელარი საუკეთესო საშუალებაა, რადგან მას დაბალი გადასახადები აქვს - ტრანზაქციაზე 0.1 ცენტზე ნაკლები, ეს კი მიკრო გადახდების საშუალებას იძლევა. სტელარი მასშტაბურია, რის გამოც ლუმენსა და სტელარზე არსებულ სხვა კრიპტოვალუტებს დიდი რაოდენობით გადარიცხვების განხორციელება გადასახადის დიდად აწევის გარეშე შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, სტელარზე არსებული ყველა კრიპტოვალუტა იდეალური საშუალებაა მიკრო გადარიცხვების განსახორციელებლად, რაც სოციალურ ქსელზე პრიორიტეტულია. მომხმარებლებს ფეისბუკის მონეტის თითო პენის გადარიცხვა ყველანაირი გადასახადის გარეშე შეეძლებათ.


იმის დამსახურებით, რომ ფეისბუკის მომხმარებელთა რიცხვი ძალიან დიდია (ერთ მილიარდზე მეტი), მისი კრიპტოვალუტა სწრაფად გაითქვამს სახელს და შესაძლოა ერთ-ერთი წამყვანი კრიპტოვალუტაც კი გახდეს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მხოლოდ ერთ ღამეში, ფეისბუკის საბაზრო კაპიტალი 100$ მილიარდით შემცირდა, ეს დიდი ალბათობით მას კრიპტოვალუტის შექმნისკენ კიდევ უფრო უბიძგებს. ვალუტის გამოშვება მას სწრაფად და ადვილად მოუტანს მილიარდობით დოლარს, ანუ იმას, რაც კაპიტალზე ასეთი დიდი დარტყმის შემდეგ ძალიან სჭირდებათ.


წყარო: bitcoinnews.com

bottom of page