top of page

რიპლი დეცენტრალიზებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა


XRP-ის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დეცენტრალიზაციაა. ეს იმიტომ, რომ რიპლი, როგორც კომპანია, ძალიან დიდი რაოდენობით XRP-ს ფლობს და უახლოეს წარსულამდე ამ ქსელზე მომუშავე ნოდების უმრავლესობასაც თვითონ ფლობდა. შედეგად კი, რიპლი XRP-ის ქსელს მთლიანად აკონტროლებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალუტა ვერ იქნებოდა დეცენტრალიზებული.


ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მიბმულია XRP-ის ფასიან ქაღალდად აღქმასთანაც. საკითხავია იარსებებდა თუ არა ეს ასოციაცია რიპლი უფრო დეცენტრალიზებული რომ ყოფილიყო.


თუმცა, რიპლმა წინსვლა დაიწყო და თავისი მაკონტროლებელი ნოდების გამორთვა და მესამე მხარის ნოდების ოპერირების დაშვება დაიწყო. ამ ნაბიჯმა რიპლის დეცენტრალიზება უფრო რეალურ პერსპექტივად აქცია. AMB კრიპტოს თანახმად, მაკონტროლებელი ნოდები რიპლის ქსელზე მომუშავე ნოდების მხოლოდ 48%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე ქსელი შეიძლება დეცენტრალიზებულად ჩაითვალოს, რადგან ნოდების 52% მესამე მხარის მიერ კონტროლდება.


AMB კრიპტოს თანახმად: "უკვე ერთი წელია, რაც რიპლი თავისი ქსელის დეცენტრალიზებას მესამე მხარის ნოდების დამატებით ცდილობს. მესამე მხარის ყოველ ორ ახალ დამატებულ ნოდზე რიპლი ერთ თავისას აშორებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყოველი 21 ნოდიდან მხოლოდ 10-ს აკონტროლებს."


რიპლს კიდევ ბევრი უკლია საფუძვლიან დეცენტრალიზებამდე. კომპანია ჯერ კიდევ ქსელის 48%-ს აკონტროლებს, რაც მას ქსელის დიდი ნაწილის კონტროლისა და მანიპულირების საშუალებას აძლევს.


მთლიანობაში, ეს მოვლენა რიპლის პროგრესის მაჩვენებელია. XRP ახლა უკვე ძირითადად დეცენტრალიზებული ვალუტის სახით განაგრძობს ზრდას.


წყარო: https://cryptodaily.co.uk

bottom of page