top of page

რა არის InflationCoin?


კრიპტო სფეროში იმდენი კრიპტოვალუტა იჩენს თავს, რომ რთულია თითოეულის შესახებ ინფორმაციის ფლობა და მათზე თვალყურის დევნება. ამიტომ, ჩვენ ვეცდებით, განვიხილოთ ისეთ მონეტებიც, რომლებიც ჯერ არც ისე პოპულარულები, მაგრამ ყურადსაღები არიან. ჩვენი მკითხველების თხოვნის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ InflationCoin-ის შესახებ დაგვეწერა.


InflationCoin კრიპტოვალუტაა, რომელიც 2016 წლის ნოემბერიდან ჩნდება ბაზარზე. თავდაპირველად, კრიპტოვალუტა მუშაობდა PoW ალგორითმზე, თუმცა ექვსი თვის მაინინგის შემდეგ, დეველოპერები X11 PoS ალგორითმზე გადაერთვნენ. მონეტის საბაზრო კაპიტალი ამჟამად დაახლოებით 9 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, საიდანაც ყოველდღიურად დაახლოებით ათას ექვსასი აშშ დოლარი ივაჭრება. ამჟამად, მონეტის ღირებულებაა $0.00022 და სხვა კრიპტოვალუტებს შორის 342-ე ადგილს იკავებს.


პირველ წელს InflationCoin PoS იყო 800%; მეორე წელს 80%-მდე შემცირდა და შემდგომ წლებშიც შესაბამისად 8% და 4%-მდე ჩამოდის. პრინციპი ისაა, რომ მფლობელობაში მქონე მონეტების რიცხვი პირდაპირ პროპორციულია მონეტის ჯილდოს ზრდასთან.


მიუხედავად იმისა, რომ PoS ყოველ წელს მცირდება და მიმდინარე მსყიდველუნარიანობა დაბალია, პროგნოზის თანახმად ის დროდადრო გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ დაინტერესებულებს შეუძლიათ იყიდონ მონეტა და სამომავლოდ დაჯილდოვდნენ.


Inflationcoin მონეტაა, რომელიც ინტეგრირებულია ჭეშმარიტად შემთხვევითი სუპერ ბონუს ბლოკის თვისებებით. იგი იყენებს მაღალ PoS-ს მონეტების საზოგადოებაში სამართლიანად გასავრცელებლად. Inflationcoin-ის PoW და PoS ბლოკები ინდივიდუალურად ჯილდოვდება და 5 ტრანზაქციისა და 50 წუთიანი ბლოკის დადასტურება შეუძლია. ამჟამინდელი მიწოდება 44,790,092,020-ია.


PoS-ს აქვს 60 წამიანი ბლოკის დრო და თითოეული ბლოკის შემდეგ სირთულე თავიდან გადაიტვირთება. მას მინიმუმ 24 საათიანი და მაქსიმუმ 30 დღის ჯილდო აქვს.


PoW-ს ასევე აქვს 60 წამიანი ბლოკის დრო, სირთულე ყოველი ბლოკის შემდეგ გადაიტვირთება. თითოეული ბლოკი ჯამში 1000 მონეტის ოდენობის ტრანზაქციებს ატარებს. მისი ტექნოლოგია ნამდვილი შემთხვევითობაა და ყოველდღიური სუპერბლოკიც აქვს, რომელიც 1,000,000-მდე მონეტას იძლევა და მხოლოდ 6 თვის მაინინგის შემდეგ 2017 წელს გამოჩნდა.


Inflationcoin-ის შესაძენად, პირველ რიგში, ბიტკოინი ან ეთერიუმი უნდა შეიძინო და გადაგზავნო კრიპტო ბაზარზე, სადაც ბიტკოინი ან ეთერიუმი Inflationcoin-ში შეგიძლია გადაცვალო. ასევე შეგიძლია ჩვეულებრივი ვალუტითაც შეიძინო მონეტა Cointopay.com-ზე. Inflationcoin-ის შეძენა ან გაყიდვა შესაძლებელია შემდგომ კრიპტო ბირჟებზე: Cryptopia, YoBit და BiteBTC.


InflationCoin-ს საფულის საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა აქვს, რომელიც მის ვებ-გვერდზე გადმოსაწერად ხელმისაწვდომია, რაც საშუალებას იძლევა შეინახო InflationCoin კომპიუტერში. მეტი უსაფრთხოებისთვის, შეგიძლია შენი კრიპტოვალუტები აპარატურის საფულეში შეინახო, როგორიცაა TREZOR საფულე ან Ledger Nano S. თუ არ გსურს აპარატურის საფულის შეძენა, შეგიძლია მობილური საფულის რამოდენიმე კრიპტოვალუტის შესანახად გამოყენება, როგორიცაა Jaxx ან Coinomi,.


წყარო: www.techbullion.com

bottom of page