top of page

კარდანომ Icarus-ი გამოუშვა


15 აგვისტოს გამოქვეყნებულ ვიდეოში კარდანოს დამფუძნებელმა, ჩარლზ ჰოსკინსონმა ორი პროექტის შესახებ ისაუბრა, რომლებზეც გუნდი მუშაობს.


პირველი, Prometheus-ი, წარმოადგენს ინსტრუმენტს სხვადასხვა სახის საფულეების გასაძლიერებლად. მეორე კი, სახელად Icarus, სარეკომენდაციო პროექტია, რომელიც სხვა დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ კარდანოსთვის მსუბუქი საფულეების შესაქმნელად ბრაუზერებსა და მობილურ მოწყობილობებზე.


Icarus Google Chrome გაფართოებაა, რომელიც არსებითად მთლიანი საფულეა, მაგრამ ბლოკჩეინის ასლის გარეშე. ეს განასხვავებს მას მათი მეორე საფულესგან, Daedalus-სგან, რაც მას მსუბუქ საფულედ აქცევს და უფრო მოყვარულ კლიენტებზე გადის, მაშინ როცა სრულ ფუნქციონალს სთავაზობს.


Icarus-ის სრული ფუნქციონალი და მსუბუქი ბუნება უზრუნველყოფს იმას, რომ Cardano შეძლებს ფართო სპექტრის მოწყობილობებზე ეფექტურად მუშაობას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ცუდი კავშირი აქვს, რადგან ბლოკჩეინის გადმოწერა არ იქნება საჭირო.


ჰოსკინსონმა ასევე განაცხადა, რომ Icarus-სთვის ადვილი იქნება Mozilla Firefox-ისა და მობილურ აპლიკაციებზე პორტირება. ამდენად, მესამე მხარის დეველოპერებს Cardano-ს ბლოკჩეინთან მუშაობა გაუმარტივდება.


მობილურ საფულეებთან დაკავშირებით გუნდს დეველოპერები დაუკავშირდნენ, მაგრამ მობილური საფულეების შედარებით დაუცველი სისტემების გამო გუნდმა საკუთარ თავზე აიღო ახალ არქიტექტურაზე მუშაობა. Icarus-მა აუდიტიც გაიარა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.


Prometheus-ი და Icarus-ი პირველი ნაბიჯებია ADA-ს უფრო მეტი ხელმისაწვდომობისკენ. ერთი დაჭერით ბრაუზერის ინსტალატორები და დაკონფიგურირებული მესამე მხარის საფულეები ნიშნავს, რომ მომხმარებლებს გაუმარტივდებათ ADA-ს შეძენა მაშინ, როცა სავაჭრო ობიექტებსა და ბიზნესებს ასევე შეუძლიათ საფულეს სერვისების ბრაუზერში ინტეგრირება.



კარდანოს მეტისმეტად მომთხოვნმა მიდგომამ ზოგიერთი მოუთმენელი კრიპტო საზოგადობიდან უნდობლობა გამოიწვია, მაგრამ გუნდმა ბოლო თვეების განმავლობაში დიდი ნაბიჯები გადადგა KEVM და IELE-სთვის სმარტ კონტრაქტების სატესტო ქსელის გამოშვებით. მათ ასევე საფულეებთან მიმართებაში სტაბილური პროგრესი აქვთ, რომელიც უფრო სწრაფ განვითარებას დაიწყებს მას შემდეგ, რაც მესამე მხარის დეველოპერები ჩაერთვებიან.


bottom of page