top of page

პორნჰაბის შვილობილი საიტი პორნოგრაფიის ყურებაში კრიპტოვალუტებს გადაგიხდით


იმისათვის, რომ მომხმარებლები საიტზე არსებული ვიდეოების ყურებისთვის კრიპტოვალუტებით დაასაჩუქროს, პორნოგრაფიული საიტი, Tube8, ბოკჩეინ და მონეტიზაციის ტექნოლოგიების ათვისებას იწყებს.


მთლიანი საიტის მონეტიზაციის განსახორციელებლად ის Vice Industry Token-თან (VIT), ბლოკჩეინ პლატფორმასთან, თანამშრომლობს. ეს კოლაბორაცია მომხმარებლებს Tube8-ზე სხვადასხვა აქტივობების განხორციელების შედეგად კრიპტოვალუტების მიღების საშუალებას აძლევს. ამ პარტნიორობის შესახებ პირველად TheNextWeb-ის საიტზე დაიწერა.


მას შემდეგ, რაც ეს პროექტი 2018 წლის ბოლოს ძალაში შევა, Tube8-ის მთლიანი პლატფორმა ბლოკჩეინზე გადავა. იმის გათვალისწინებით, რომ საიტს ყოველთვიურად 150 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, შესაძლოა ეს კოლაბორაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყოს. მართალია ინდუსტრიას ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ადრეულად მიმღების რეპუტაცია უკვე აქვს, დასაჩუქრების სისტემის ასეთ მსხვილ პლატფორმაზე მიღება მაინც მნიშვნელოვანი მოვლენაა.


Tube8-ის წარმომადგენელი, რობინ ტერნერი, ამ მოვლენას აუხდენელი ოცნების აღსრულებას უწოდებს:


„რაც კი თავი მახსოვს, პორნოგრაფიის ყურებისთვის ფულის მიღება ყოველთვის აუხდენელი ოცნება იყო. ამაზე ყოველთვის ვოცნებობდით, თუმცა ვერასდროს ვერ განვახორციელეთ. ახლა კი, VIT-ის დახმარებით, ჩვენ პორნოგრაფიის ყურების მთლიან სისტემას ვცვლით. ზოგიერთი საიტი ფასიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ვიდეოს ყურებისთვის ფული უნდა გადაიხადოს, ჩვენი მომხმარებლები კი პირიქით, ვიდეოების ყურებისთვის მიიღებენ ფულს. რაც უფრო მეტს ნახავენ, მით მეტს მიიღებენ.“


Vice Industry Token-მა პორნოგრაფიის ინდუსტრიის ყუარდღება მიიქცია


ამ პროექტმა ინდუსტრიაში VIT-ს მდგომარეობა კიდევ უფრო გაამყარა. მაშინ, როდესაც Tube8 ამ პლატფორმასთან თავის თანამშრომლობას აღნიშნავს, VIT-სა და ცნობილი პორნოგრაფიული კომპანიის, ფლეიბოის, შორის რამდენიმე თვის წინ დადებული კონტრაქტის პირობების განუხორციელებლობის გამო დიდი დაპირისპირება მიმდინარეობს.


კრიპტოვალუტის ონლაინ პორნოგრაფიაში იმპლემენტაცია დადებითად შეფასდა. ინდუსტრიის ფსევდო-კონფიდენციალურობის გათვალისწინებით, ანონიმური მონაწილეობის სისტემის შემოღებას დიდი გავლენა ექნება მის განვითარებაზე, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ამ მოვლენის დადებითად შეფასების მთავარი მიზეზი კონფიდენციალურობაა, რაც კრიპტოვალუტების ტრანზაქციებს ახასიათებთ.


ტერნერის თანახმად, VIT Tube8-ს თავისი პროტოკოლის მეშვეობით ვიდეოების მონეტიზაციას სთავაზობს. თუმცა, მანამ სანამ მომხმარებლები რამდენიმე ვიდეოს ყურების შემდეგ საიტს დატოვებენ, VIT მათ Vice მონეტების საშოვნელად ანგარიშის გაკეთებასა და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობისკენაც უბიძგებს.


აშკარაა, რომ ეს კოლაბორაცია სხვა პლატფორმებსაც მსგავსი ქმედებისკენ უბიძგებს. აქედან გამომდინარე, ბლოკჩეინ ინდუსტრიისთვის ამ პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული მოგება წამყვანი მონაწილეების ინდივიდუალურ მიზნებს გადაფარავს.


წყარო: www.ccn.com

bottom of page