“ჩვენ ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვას მთლიანად უზრუნველყოფილს გავხდით”
შენიშვნა: სტატია აღებულია cryptoglobe.com-დან და არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას. ინვესტირებაზე გადაწყვეტილება მიიღეთ მხოლოდ საკუთარ კვლევებზე დაფუძნებით.
ბაკკტის, ახალი კომპანიის თანახმად, რომლის შესახებაც საერთაშორისო ბირჟამ (ICE) განაცხადა, ისინი ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვას მთლიანად უზრუნველყოფილს გახდიან.
ICE-ს განაცხადში ნათქვამი იყო, რომ ბაკკტი ბიტკოინის ფიუჩერსების ერთდღიან ფიზიკურ მიწოდებას უზრუნველყოფს:
„ბაკკტის თავდაპირველი შემოთავაზების ერთ-ერთი კომპონენტი ბიტკოინ კონტრაქტის ერთ დღიანი მიწოდება და ფიზიკური საწყობის უზრუნველყოფაა. პროექტი განსახილველად CFTC-ს გადაეცემა, რომელსაც მისი დადასტურებაც ევალება. ამ რეგულატორული ღონისძიებების შედეგად ციფრული ვალუტებით ვაჭრობის უსაფრთხოების ახალი პროტოკოლი დამყარდება.“
ბაკკტმა ამის შესახებ ტვიტერის პოსტში განაცხადა:
ბაკკტის აღმასრულებელმა დირექტორმა, კელი ლოეფლერმა, უფრო დეტალურად ისაუბრა ამის შესახებ. მან თქვა, რომ ვაჭრობის, შენახვისა და ციფრული ვალუტების დახარჯვისთვის სანდო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, ბაკკტმა შემდეგი პირობები უნდა უზრუნველყოს:
მდგრადი რეგულატორული მექანიზმი.
დაფასოების გამჭვირვალე და ეფექტური სისტემა.
ინსტიტუციური დონის ვაჭრობამდელი და მის შემდგომი ინფრასტრუქტურა.
მან ბაკკტის განცხადების მთავარ ნაწილზეც გააკეთა კომენტარი:
„დაფასოების კრიტიკული ელემენტი ფიზიკური მიწოდებაა. ჩვენი პროექტის მეშვეობით ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვა მთლიანად უზრუნველყოფილი იქნება. ამიტომ, ჩვენი დღიური ბიტკოინ კონტრაქტი არ გაიყიდება საგარანტიო შენატანისა თუ სესხების მეშვეობით.“
მისი თქმით, ეს ბაზრის ერთიანობას შეუწყობს ხელს, რისი მეშვეობითად ისინი სხვა ბირჟებისგან გამოირჩევიან. როდესაც ჩვენ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ბაკკტი უსაფრთხო და რეგულირებულ ფიზიკურ საწყობსაც უზრუნველყოფს, ჩვენ დავინახავთ თუ როგორს დაეხმარება ის ინსტიტუციებსა და მომხმარებლებს აქტივების კლასში მონაწილეობის მიღებაში.
კრიპტო ვაჭრებისა და ინვესტორების უმეტესობისთვის ბაკკტის დღევანდელი განცხადება დადებითად ჟღერდა, თუმცა ყველა თანაბრად მოხიბლული არ დარჩენილა.
31 ივლისს ფორბსის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, კეიტლინ ლონგმა, ვოლ სტრიტის 22 წლის ვეტერანმა, რომელიც ბიტკოინის ქსელზე 2012 წლიდან აქტიურობს, კრიპტოვალუტების „ფანანსიალიზაციასთან“, განსაკუთრებით „სესხზე დაფუძნებული ფინანსიალიზაცასთან“, დაკავშირებით მღელვარება გამოხატა.
7 აგვისტოს კი, მას შემდეგ რაც ბაკკტის შესახებ ICE-მ განაცხადა, მან კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სათაურით - „შეჯიბრი ვოლ სტრიტის გამოსასწორებლად: ICE, კრიპტოვალუტები და სამეწარმეო ბლოკჩეინი“, სადაც ის განმარტავდა, თუ რატომ იყო ICE-ს კრიპტო სივრცესი შესვლა ორმხრივად ალესილი მახვილი. უფრო დაზუსტებით, რომ ვთქვათ, ის „ფინანსურად-რეზერვირებული ბიტკოინის“, ანუ იმაზე მეტი დოკუმენტურად მოთხოვნილი ბიტკოინის, ვიდრე ქსელზეა, წარმოშობის შესახებ გვაფრთხილებდა.
ბაკკტის დღევანდელი განცხადების შემდეგ, ლონგმა ტვიტერზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, რომლებშიც ის ამბობდა, რომ ბაკკტის პროგრამის დადებითი მხარეების მიუხედავად მას მაინც აქვს ეჭვები: