top of page

ეთერიუმისა და ბიტკოინის ფასების ანალიზი


სულ რაღაც ორი კვირის მანძილზე ბიტკოინის ფასმა 5 900$-დან 7 000$-მდე აიწია. ახლა უკვე, როდესაც ბაზარს სამხრეთ კორეაც შეუერთდა და ბიტჰამბი მეორე ადგილას დაბრუნდა, ბიტკოინით ვაჭრობის მოცულობა 4.5$ მილიარდამდე ავიდა.


თუმცა, ბიტკოინის 5%-იანი ნახტომი არაფერია სხვა კრიპტოვალუტების ზრდის ტემპთან შედარებით. ზოგიერთი მათგანის ფასმა 10%-20%-ით აიწია.

აღსანიშნავია, რომ ეთერიუმის ფასს დიდი ზრდა არ უნახავს, ის 250$-დან მხოლოდ 287$-მდე ავიდა. მისი ვაჭრობის მოცულობაც ძალიან მცირეა და მხოლოდ 1.4$ მილიარდს შეადგენს, რის გამოც მას 23 ადგილი უჭირავს.

ზემოთ ხსენებულის გამო, ეთერიუმის ბიტკოინთან თანაფარდობა საგრძნობლად, 0.17BTC-დან 0.04BTC-მდე, დაეცა, რაც ამ წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.


ამ ყველაფრის მიუხედავად, ბიტკოინის ფასის ზრდას ეთერიუმიც თან მიჰყავს.


გაურკვეველია ეს ორშაბათს მიღებული, ჯერ არ გასაჯაროებული, გადაწყვეტილების შედეგია, თუ უბრალოდ ფასის დაკლებაზე მოთამაშე ინვესტორებმა საბოლოოდ შეწყვიტეს უკონტროლო ვაჭრობა.


ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით თუ რა ბედი ელის ბაზარს მომავალში, მაგრამ ერთი რამ ნათელია, როგორც იქნა ჩვენ ზრდის ტენდენციით შეგვიძლია დავტკბეთ.


წყარო: trustnodes.com

bottom of page