top of page

ბიტმეინი ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტს თბილისში მართავს


თბილისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, 2018 წლის 28 აგვისტო – Bitmain Technologies Ltd, ბლოკჩეინ აპარატურებით უზრუნველყოფასა და პროგრამული სერვისების გაწევაში მსოფლიო ლიდერი, ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტს ბიტკანთან ერთად 21-23 სექტემბერს გამართავს: სამდღიანი სამიტი თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, გაიმართება. სამიტზე 30-ზე მეტი გამომსვლელი და 1 000-მდე დამსწრე იქნება.

მთავარი გამომსვლელები არიან: ჯიჰან ვუ, ბიტმეინის თანადამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი; როჯერ ვერი, Bitcoin.com-ის აღმასრულებელი დირექტორი და ამაური საჩეტი, ბიტკოინ ABC-ის დეველოპერი და ბიტკოინ ქეშის წამყვანი დეველოპერი, ის პროტოკოლის 2018 წლის ნოემბრის განახლების შესახებ და ეკოსისტემის განვითარების შესახებ ისაუბრებს. საუბარი იქნება კრიპტო მაინინგის ASIC აპარატურის გაუმჯობესების შესახებაც და, ამასთან ერთად, ციფრული მაინინგისა და კრიპტოვალუტების შესახებ დისკუსიაც გაიმართება.

"ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტი კრიპტო მაინერებსა და ბლოკჩეინ ენთუზიასტებს ერთად უყრის თავს. მათ საშუალება ექნებათ თავიანთი იდეები ერთმანეთს და ინდუსტრიის ლიდერებს გაუზიარონ. ჩვენ დიდი ინტერესით ველით 2018 წლის წამყვან კრიპტო მაინინგის სამიტს, რომელიც ისტორიულ ქალაქ თბილისში გაიმართება." - ამბობს Bitmain Technologies-ის ვიცე პრეზიდენტი, გადი გლიკბერგი.

რადგანაც საქართველო რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტო მაინერია, ის იდეალური ადგილია ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტის გასამართავად. მსოფლიო ბანკის თანახმად, კრიპტოვალუტების მაინინგისთვისა და ტექნოლოგიური ინოვაციებისთვის ხელის შემწყობი გარემოებების გამო, საქართველოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს ფართოდ გამოიყენებენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამოქალაქო სერვისების გასაუმჯობესებლად საქართველოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყეს. ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში ლიდერობის გარდა, თბილისი National Geographic-ის მიერ შედგენილ ტოპ ათი სამოგზაურო მიმართულების სიაშიც შედის.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ: https://www.miningconf.org/?=cryptoz.ge

2013 წელს დაფუძნებული ბიტმეინი გამოთვლის ტრანსფორმირებას ახდენს. ბიტმეინი ინდუსტრიას კრიპტო მაინინგისთვის ინტეგრირებული წრებრუნვების გამოშვებასა და ენთმაინერის მეშვეობით მაინინგის განხორციელებაში წინ მიუძღვის. კომპანია მსოფლიო მასშტაბით მაინინგის უმსხვილეს აუზებზე - Antpool.com, BTC.com და connectBTC.com - და hashnest.com-ზე, ქლაუდ მაინინგის წამყვან პლატფორმაზე, ოპერირებს. ბიტმეინის ტექნოლოგია ბლოკჩეინ პლატფორმებსა და სტარტაპებს მსოფლიო მასშტაბით უჭერს მხარს.

bottom of page