top of page

მონეტის თავდაპირველი შეთავაზების პრობლემები (ნაწილი პირველი)


რობლე ალი, ინგლისის ბანკის ყოფილი კრიპტო სპეციალისტი, საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომაა ICO-ები საშიში და როგორ შეიძლება მათი გაუმჯობესება.

სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ICO-ებმა საოცარი აჟიოტაჟი გამოიწვია. CoinDesk-ის თანახმად, მყიდველებმა 2016 წელს მათში 256$ მილიონი ჩადეს, 2017 წელს 5.5$ მილიარდი და ამ წლის მხოლოდ პირველ ორ თვეში 3$.

IPO-ს (თავდაპირველი საჯარო შეთავაზება) მსგავსი სახელით დამკვიდრებული ICO-ები ინვესტორებს კომპანიის წილების მაგივრად კრიპტოვალუტების მონეტებს სთავაზობს. უცნაურია, რომ ამ მონეტებით იმ პროდუქტებისა თუ სერვისების ყიდვაა შესაძლებელი, რომელსაც ინვესტორებს კომპანია შესთავაზებს.

ფულის ასეთმა ნაკადმა ICO-ების წარმმართველები და ადრეული მყიდველები თავიანთი მონეტების ღირებულების აწევით გაამდიდრა. მაგრამ, მათ მრავალ ქვეყანაში რეგულატორების ყურადღება მიიქციეს, რომლებმაც იმისთვის, რომ წინდაუხედავი ინვესტორები დაიცვან, ბაზრის გაკონტროლება დაიწყეს.

Tech Review ინგლისის ბანკის ყოფილ კრიპტო მკვლევარს, რობლე ალის, ICO-ს შესახებ ესაუბრა:

თქვენი აზრით, რა არის ICO-ების შესახებ ყველაზე გავრცელებული არასწორი შეხედულება?

ICO-ების პრობლემა ისაა, რომ მათ ორი ცხენის ტარება სურთ. სიტყვა "მონეტა" თავისთავად ნიშნავს, რომ გაყიდული მონეტები ფულის ექვივალენტურია. თვითონ ფრაზა "მონეტის თავდაპირველი შეთავაზება" განზრახ აღძრავს შემდეგ ფრაზასთან ანალოგიას -"თავდაპირველი საჯარო შეთავაზება" - რაც კომპანიის წილების საჯაროდ გაყიდვას გულისხმობს. მათ ბიტკოინის ცხენის ტარება შემდეგი სიტყვებით სურთ - "ჩვენ დაცვა არ ვართ - ეს მხოლოდ ფულია" - თუმცა, მათ ასევე "თქვენ სამომავლო ნაწარმს ყიდულობთ, რომელიც მომავალში დიდი ფული ეღირება"-ს კონცეფციის მითვისებაც სურთ, რაც წილების გაყიდვის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ICO-ებს ერთი დიდი პრობლემა აქვთ, სიცხადის ნაკლებობა, ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

როგორც აღნიშნეთ, ზოგიერთი ICO მხოლოდ აკრედიტირებული ინვესტორებით შემოიფარგლება. აკრედიტირებული ინვესტორი ისაა, რომელსაც საკუთარი თავისთვის ფულის დაკარგვის უფლების მიცემა შეუძლია. რა არის რეალური რისკი?

თუ თქვენ თვალგახელილი შეხვალთ და იტყვით "მე ვიცი, რომ შეიძლება ფული დავკარგო, მაგრამ მე შემიძლია ჩემს თავს ამ ფულის დაკარგვის უფლება მივცე", მაშინ არანაირი პრობლემა არ არსებობს. მაგრამ, ხშირად ICO-ები მხოლოდ აკრედიტირებული ინვესტორებით არ შემოიფარგლება. მონაწილეთა უმეტესობა ICO-ში მონაწილეობას შემდეგი პათოსით იღებს - "მე აუცილებლად ვიშოვი ასჯერ მეტ ფულს. არანაირი შანსი არაა იმის, რომ ეს ასე არ მოხდეს." მათ, ვისაც ფულის დაკარგვის საშუალება არ აქვთ, თავიანთ ფულს ამ შეთავაზებებში დებენ და საბოლოოდ კარგავენ მას. ეს ადამიანები უიმედო მდგომარეობაში არიან და ფიქრობენ "ეს ისაა, რაც მე მიშველის". ICO-ები ადამიანების სასოწარკვეთილებით სარგებლობენ.

ბევრი შემთხვევაა ისეთი, რომელშიც ICO კარგი გამოსავალია იმის მისაღწევად რასაც აქამდე ვერ აღწევდნენ?

არსებობს ასეთი თეორია, რომ მცირე ზომის კომპანიებს შორის კავშირებისა და წილების შექმნა უფრო ადვილია. ისტორიულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონალური სასაქონლო ბირჟები არსებობდა, კარგი იქნება, თუ ამ კონცეფციას დავაბრუნებთ.

ეს მხოლოდ ტექნოლოგიური პრობლემა არაა, აკრედიტირებული ინვესტორების რეგულირების შეცვლაც საჭიროა. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს იგივე IPO-ა. ერთ დღესაც მონეტები წილების ექვივალენტური გახდება და წილები უფრო მარტივად გაიყიდება.


წყარო: medium.com

bottom of page