top of page

ამერიკულ დოლარს მიბმული ჯემინი მსოფლიოს პირველ სტაბილურ ვალუტად აღიარეს


ბიძია სემის დრო წავიდა. ტყუპი ვინკელვოსების ტყუპების Gemini Trust Company ჯემინი დოლარს - რეგულირებულ სტაბილურ მონეტას - უშვებს, რომელიც მომხმარებლებს ეთერიუმის ქსელზე დოლარის გაგზავნისა და მიღების საშუალებას აძლევს.

ჯემინი დოლარი ნიუ-იორკის ფინანსური სერვისების დეპარტამენტმა პირველ სტაბილურ მონეტად დაამტკიცა. ეთერის მსგავსად, ამერიკული დოლარის მიმართ ისიც თანასწორი ღირებულების იქნება.

ჯემინი დოლარი სტაბილურ ვალუტად დაამტკიცეს

კამერონ ვინკელვოსმა, ჯემინის პრეზიდენტმა და თანადამფუძნებელმა, 10 სექტემბერს თავის ბლოგში დაწერა:

"ჩვენ ჯემინი ოთხი წლის წინათ აღმოვაჩინეთ. ჩვენი მისია მარტივი იყო: შეგვექმნა მომავლის ფულთან მაკავშირებელი ხიდი."

ინვესტორები ისეთ ციფრულ მონეტებს ყიდულობენ, რომელთაც არამდგრადი აქტივის მახასიათებლები აქვთ, ჯემინი დოლარი კი ტრადიციულ ფულს ჰგავს. სტაბილური მონეტა ადამიანებს ნივთების შედარებით სტაბილურ ფასად ყიდვის საშუალებას აძლევს, რადგან ის ამერიკულ დოლარსაა მიბმული.

ამერიკულ დოლარს მიმაგრებული

კამერონ ვინკელოსის თანახმად, ჯემინი დოლარს სამი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ექნება: ⦁ ის ამერიკულ დოლართან მკაცრად იქნება მიმაგრებული. ⦁ ის ეთერიუმის ქსელზე ERC20 სტანდარტის მიხედვით იქნება შექმნილი. ⦁ ის ამერიკული დოლარის სტაბილურობასა და კრედიტისუნარიანობას ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან აერთიანებს.

ამერიკული დოლარის საბანკო დეპოზიტებით უზრუნველყოფილი

მომხმარებლებს ამერიკული დოლარის ჯემინის კრიპტოვალუტაში გადაცვლა, და პირიქით, შეუძლიათ.

კამერონი ამბობს, რომ ამერიკული დოლარი ამერიკის ბანკში იქნება შენახული და FDIC-ის დეპოზიტ დაზღვევას დაექვემდებარება. ფირმა ყოველთვიურ აუდიტს ჩაატარებს, რომ ჯემინი დოლარისა და ამერიკული დოლარის ღირებულების 1:1 ურთიერთ მიმართება უზრუნველყოს.

წყარო: cryptodaily.co.uk

bottom of page