მონეტების დისტრიბუცია და კრიპტო ეკონომიკის ღია ქსელები
ანარქო-ლიბერტარიანელები ხშირად ბიტკოინს თავისუფალი ბაზრებისა და მონეტარული სისტემების წმინდა იმპლემენტაციად მოიხსენიებენ. მას არანაირი ცენტრალური ფიგურა არ აკონტროლებს და ადამიანებს სისტემაში შესვლა და მისი დატოვება მაშინ შეუძლიათ, როდესაც მოესურვებათ. მისი დეცენტრალიზებული ბუნებიდან გამომდინარე ის უსაფრთხო და სამართლიანია, რადგან ცენტრალური ავტორიტეტის არარსებობა ყველანაირი უსამართლო, მანიპულაციური და თაღლითური აქტივობის საშუალებას სპობს. დეცენტრალიზებულობითა და გახსნილობით, კრიპტოვალუტის დამცველები ამბობენ, რომ ბიტკოინი ადამიანებს უფრო სამართლიან და ღია მონეტარულ სისტემას გვთავაზობს და ინსტიტუციური ფინანსების ბორკილებიდან გვათავისუფლებს.
იმისდა მიუხედავად, რომ ზემოთ თქმულიდან მრავალი სიმართლეს შეესაბამება, ბიტკოინის მომხმარებლების უმეტესობა ვერ აცნობიერებს იმას, თუ სამომავლოდ როგორ იმოქმედებს ადრეული ათვისება ვალუტაზე. აწმყოშიც კი, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, როგორ იძლევა ბიტკოინის პროტოკოლი ცენტრალიზების უფლებას მაინინგის მეშვეობით და როგორ უწესებს დაგროვებული მარაგი ადამიანებს ბიტკოინების ფლობის ლიმიტს. რაც უფრო მეტი ადამიანი წევრიანდება კრიპტო სამყაროში, მით ურო მნიშვნელოვანი ხდება იმის გაცნობიერება, თუ როგორ მოქმედებს მონეტების დისტრიბუცია ქსელების წევრების სამომავლო ქცევასა და თავისუფლებაზე. მონეტების განაწილების გაგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბიტკოინისთვის, არამედ სხვა ნებისმიერი ციფრული ვალუტისა თუ მონეტის შემთხვევაშიც.
ბიტკოინის მონეტების დისტრიბუცია
ეთერიუმს მრავალი ბიტკოინის მსგავსი პრობლემა აქვს. თუმცა, ამ ორ პლატფორმას შორის ორი მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რაც ეთერიუმს, როგორც ღია ფინანსური სისტემის, წარმატების მეტ შანსს აძლევს.
პირველი განსხვავება სისტემის მონეტარულ პოლიტიკას ეხება. ეთერიუმი ჯერ კიდევ დეფლაციურია, თუმცა ეთერის მარაგი არაა სავსე. მაშინ, როდესაც ბიტკოინის პროტოკოლში ბლოკის მაინინგის შედეგად ჯილდოს მიღება შეწყდება, როდესაც 21 მილიონი ბიტკოინი გაიცემა, ეთერიუმის შემთხვევაში მარაგი ზრდას უსასრულოდ განაგრძობს. ეთერიუმი დეფლაციური იმიტომაა, რომ ეთერის მთლიანი მარაგის მსგავსად ბლოკის მაინინგის შედეგად ჯილდოც მცირდება.
მეორე განსხვავება ეთერიუმის "სამუშაოს შესრულების მტკიცებულების" კონსესუს მექანიზმიდან "წილის მტკიცებულების" კონსესუს მექანიზმზე გადასვლას ეხება. მარტივად რომ ვთქვათ, გამომთვლელი ძალის ბლოკჩეინზე შემდეგი ბლოკის არჩევაზე დახარჯვის ნაცვლად, "წილის მტკიცებულება" მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ეთერის წილის მიხედვით დაადასტურონ ტრანზაქციები. ეს მექანიზმი შემდეგი ბლოკისთვის მომხმარებლებს შემთხვევითად ამოარჩევს. ეს კონსესუს მექანიზმში მაინინგს აღმოფხვრის და ეკონომიკას დაეყრდნობა.
როგორც ზემოთ ავხსენით, მაინინგის ეკონომიკის დროს რამდენიმე მაინერს ენიჭება უპირატესობა, რაც, თავი მხრივ, ცენტრალიზებას იწვევს. თუმცა, გაურკვეველია წილის ეკონომიკაც ამავე შედეგს მოგვცემს თუ არა. მაინინგისგან განსხვავებით, რომელიც შეჯიბრის თავისუფალი სახეა, "წილის მტკიცებულების" მექანიზმში შემთხვევითობის ფაქტორთან ერთად შესვლის ბარიერიც არსებობს. "წილის მტკიცებულების" კონსესუს მექანიზმში მონაწილეობის მისაღებად ეთერის საკმარისი წილის ფლობაა აუცილებელი. კაპიტალური დანახარჯი ცვალებადია, თუმცა სავარაუდოდ, ის მაინინგზე მცირეა.
დაბალი კაპიტალური დანახარჯი გვაფიქრებინებს, რომ ეთერიუმის "წილის მტკიცებულების" კონსესუს მექანიზმი უფრო ფუნქციონალური და ღია იქნება ვიდრე "სამუშაოს შესრულების მტკიცებულების" მექანიზმი.
მონეტების დისტრიბუცია კრიპტო ეკონომიკურ სისტემებში
მონეტის თავდაპირველი შეთავაზებების ბუმმა იმ პროტოკოლებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციების რიცხვის ზრდა გამოიწვია, რომლებიც თავიანთ კრიპტო აქტივებზე არიან დამოკიდებულნი. ეს ახალი მონეტები განსხვავებული მიზნებისთვის გამოიყენება. თუმცა, მათი უმეტესობა ძირითადად ადრეულ ამთვისებლებზე ნაწილდება. მონეტების დისტრიბუციის ეს მექანიზმი ამ პროექტების წარმატებას დიდად აფერხებს და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელსაც კი ხდის.
ამ მექანიზმის მთავარი პრობლემა მისი სტიმულებია. ICO-ს მონაწილეები ხშირად ის ადამიანები კი არ არიან, რომლებსაც მონეტის გამოყენება სურთ, არამედ ის ინვესტორები, რომლებსაც მონეტის ფასის აწევა სურთ. ამას იქამდე მივყავართ, რომ შემქმნელები მონეტის წარმატებას მისი ფასით ზომავენ, რასაც თავის თავად, პროტოკოლისა და აპლიკაციების შექმნის ნაცვლად, ბაზარზე დაპატრონების სურვილსა და არასწორ მენეჯმენტამდე მივყავართ. იმის გათვალისწინებით, რომ ICO-ს მრავალი მონაწილე ის ინვესტორია, რომელსაც ფულის დაბრუნება სურს, მათ ეს მექანიზმი მონეტის გამოყენების ნაცვლად მისი შენახვისკენ უბიძგებს, რადგან ინვესტორები მონეტას მანამ არ გაყიდიან, სანამ მისი ფასი მათთვის სასურველ მაჩვენებლამდე არ აიწევს.
იმ მონეტებთანაც კი, რომლებსაც განსაზღვრული გამოყენება აქვთ, ჩვენ ვხვდებით დისტრიბუციის პრობლემებს. მონეტის გამოყენების ერთ-ერთი საუკეთესო გზა მათი სახელმძღვანელოდ გამოყენებაა - მეპატრონეებს თავიანთი მონეტების წილების მეშვეობით პროტოკოლის შეცვლა შეუძლიათ. მაგრამ, ეს მექანიზმი, თავის თავში, მონეტების დისტრიბუციის პროტოკოლის წარმატებასთან დაკავშირებას გულისხმობს. თუ მონეტების მფლობელები ინვესტორები არიან და არა პროტოკოლის მომხმარებლები, მაშინ ისინი პროტოკოლს განსხვავებულად წარმართავენ, რაც მომხმარებლებისთვის შესაძლოა საზიანო იყოს.
მონეტები ისე უნდა იყოს შექმნილი, რომ მათი დისტრიბუცია მონეტის საბოლოო მიზანთან იყოს დაკავშირებული.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
საბოლოოდ, კრიპტოვალუტები დეცენტრალიზებული ეკონომიკისა და თამაშის თეორიის მასიურ იმპლემენტაციას წარმოადგენენ. ჩვენ ვხედავთ, თუ რა გამოწვევები უდგას მას წინ. ერთ-ერთი კრიტიკული პრობლემა, როგორც უკვე ვთქვით, მონეტების დისტრიბუციაა, არა მხოლოდ უსაფრთხოების მხრივ, არამედ მისი წარმატების მხრივაც. კრიპტოვალუტებს ღია ფინანსური სისტემის, რომელიც ნებისმიერ ადამიანს, დედამიწის ნებისმიერი კუთხიდან გლობალურ ეკონომიკაში ჩართვის საშუალებას მისცემს, შექმნის პოტენციალი აქვთ.
მაგრამ, თუ ჩვენ უბრალოდ არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას კრიპტო ეკონომიკაში გადავიტანთ, ვერაფერ განსხვავებულს ვერ მივიღებთ. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, თუ უკეთესი სისტემის შესაქმნელად რამდენად მნიშვნელოვანია სწორი სტიმულები.
წყარო: medium.com