როგორ დავალაპარაკოთ ბლოკჩეინები ერთმანეთს
თუ ბლოკჩეინები ფულის ინტერნეტის შექმნას აპირებენ, მათ ერთად მოუწევთ მუშაობა
ბლოკჩეინ ინოვატორებს ამ ტექნოლოგიის ინტერნეტის პირველ დღეებთან შედარება უყვართ. ხშრად ამბობენ, რომ ბლოკჩეინები ახალი გლობალური ფინანსური სისტემისკენ მიმავალ კარს გახსნიან, რომელიც ინტერნეტისავით იფუნქციონირებს იმის განსხვავებით, რომ ის ინფორმაციის შემცველი პატარა პაკეტების ნაცვლად ფულს გადააადგილებს. მაგრამ, აქ ერთი დიდი პრობლემაა: ამ მომენტში ბლოკჩეინები ერთმანეთს ვერ ესაუბრებიან
.
ბლოკჩეინთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ისინი რაიმე უფრო ღირებული ორგანიზმის შექმნისკენ მიემართებიან. თომას ჰორდჯონო ამბობს, რომ ეს ინტერნეტამდელ პერიოდს, 1960-1970 წლებს, ჰგავს. როგორც მაშინ, ახლაც რაიმე ღირებულის მისაღწევად ინდივიდუალური სისტემების გაერთიანება და ერთად მუშაობაა საჭირო.
1970-იან და 1980-იან წლებში, აკადემიური და ამერიკის სამხედრო კვლევების მეშვეობით საერთო ინფრასტრუქტურა შეიქმნა, რომელიც ინდივიდუალურ ქსელებს რესურსების გაზიარების საშუალებას აძლევდა. ეს ინტერნეტის პროტოკოლების კომპლექტი იყო, რომელიც TCP-ის (გადაგზავნის კონტროლის პროტოკოლს) და IP-ის (ინტერნეტის პროტოკოლს) შეიცავდა. ისინი დღევანდელი ინტერნეტის მამოძრავებელი ძალები არიან.
სხვადასხვა ქვეყნები საკუთარი კრიპტოვალუტების გამოშვებას აპირებენ.
ჰარდჯონო ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს "ეკონომიკურ სისტემაში რისკისა და ტექნიკური დავალიანებების შეტანის" შესაძლებლობას იძლევა. თუ თავდასხმის შემთხვევაში ბლოკჩეინ სისტემა თავისი კრიპტო აქტივების სხვა ქსელზე გადაგზავნას მოახერხებს, მაშინ ეს კრიზისის თავიდან არიდებაში დიდად დაგვეხმარება.
ჰარდჯონო და მისი ორი კოლეგა ამტკიცებენ, რომ ბლოკჩეინის დღევანდელმა დეველოპერებმა კონცეფცია ინტერნეტის პროტოკოლების კომპლექტიდან დატაგრამიდან უნდა ისესხონ.
ჰარდჯონო ამბობს:
"ყოველმა ქსელმა, რომელიც მას ხედავს, იცის როგორ აღიქვას ის. ბლოკჩეინ სისტემებისთვის დატაგრამის ექვივალენტური რა არის?"
სტარტაპი, სახელად აიონი, ამ კითხვის პასუხზე მუშაობს. კომპანია ეგრეთ წოდებულ "მონეტების ხიდს" ქმნის, რომელიც ეთერიუმზე დაფუძნებული მონეტების მფლობელებს თავიანთი აქტივების სხვა ბლოკჩეინებზე დაზღვევის საშუალებას მისცემს.
პროცესი კომპიუტერების ჯგუფის მეშვეობით, ხორციელდება, რომელთაც ნოდები ჰქვიათ. მათ ვალიდური ტრანზაქციების ამოცნობისა და ყოველი ჯაჭვისთვის ახლის დაწერის უნარი აქვთ. ხიდის შემადგენელ ნოდებს ერთმანეთს შორისაც მოუწევთ თანხმობის მიღწევა და იმის გადაწყვეტა, უნდა უპასუხონ თუ არა ტრანზაქციას ერთ ქსელზე და მეორეზე საპასუხო ოპერაცია ჩაატარონ.
სადამდეც არ უნდა მიგვიყვანოს ამ ყველაფერმა, საბოლოო პროდუქტი არაფრით იქნება ინტერნეტის მსგავსი, თუმცა ის ისეთივე ტრანსფორმაციული იქნება.
წყარო: medium.com