top of page

მსოფლიოს გარშემო ფერმერები ბლოკჩეინის უპირატესობებს ამჩნევენ


ფერმერები ხედავენ ახალი ტექნოლოგიების უპირატესობებს და ბლოკჩეინს მომარაგების პრობლემების მოსაგვარებლად იყენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ფერმერები ზოგჯერ სკეპტიკურად არიან განწყობილი ტექნოლოგიების მიმართ, უფრო მეტი მათგანი ამჩნევს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის თვალსაჩინო უპირატესობას მიწოდების ჯაჭვის თვალსაჩინოებასა და ანგარიშგებაში.

მთელი მსოფლიოს გარშემო ფერმერები წარმატებით მონაწილეობენ ცვლილებაში, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ თვალყური ადევნო პროდუქტს მდელოდან ფერმამდე და ფერმიდან მაგიდამდე და ეს ყველაფერი ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით.

ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა Olam Farming Information System, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 21 ქვეყნის წარმომადგენლებს სთავაზობს გამჭვირვალობას. ამ სისტემაში უკვე 100,000-ზე მეტი ფერმერია ჩართული აზიიდან, აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან. ეს სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს მეტი შეიტყოს კონკრეტული პროდუქციის მწარმოებელ ფერმებზე.

2017 წლის შუაში Af Funder-მა დათვალა, რომ პოტენციურად ფერმის მენეჯმენტის პროგრამითა და IoT სტარტაპებით 213 მილიონი დოლარი შეიძლებოდა აკუმლირებულიყო.

ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პოტენციალი გაცილებით დიდი მასშტაბით ოპერირების შესაძლებლობას იძლევა, მაგალითად ფრანგული სუპერმარკეტების ქსელმა კარფურმა წელს დაიწყო ბლოკჩეინ პროექტი, რომელიც ქათმის მარაგის კონტროლისთვის გამოიყენება. მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა შეამოწმოს პროდუქტის ისტორია კვერცხის დადებიდან ქათმის დაკვლამდე. ასევე შესაძლებელია უვე დაკლული ქათმის შენახვის ისტორიასთან გაცნობაც და მისი წარმომავლობის და კვების რაციონის შემოწმებაც.

ამ ტექნოლოგიის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ შეუძლია უკანონო მომკის და ტრანსპორტირების მაქინაციების შემცირება. ახალი პროექტი კერალაში, ინდოეთის სამხრეთში, მალე გააკონტროლებს, რომ პროდუქციას ჰქონდეს RFID იარლიყები და რომ IoT მოწყობილობები გამოყენებული იყოს რძის, ბოსტნეულის და თევზის ტრანსპორტირებისას. რძის მიწოდების ჯაჭვის ყველა კომპონენტი გაკონტროლებული და ბლოკჩეინზე ჩაწერილი იქნება.

ასეთი პროექტები ართულებს არალეგალურ ვაჭრობას. გაერთიანებული ერების მონაცემებით საჭმელთან დაკავშირებულმა თაღლითობებმა სავარაუდოდ წლიურ 40 მილიარდ დოლარს მიაღწია.

bottom of page