top of page

პერსონალური მონაცემების შესანახად ბლოკჩეინი იდეალური ადგილია


სტატია ეკუთვნის ფილიპ როუზდეილს.

არ გაწუხებთ იმაზე ფიქრი, თქვენი პირადი ინფორმაციის რამხელა ნაწილს ფლობს ფეისბუკი? უნდა გაწუხებდეთ. ფეისბუკისთვის, თუ სხვა ნებისმიერი კომპანიისთვის, თქვენი მონაცემების განკარგვის უფლების მიცემა ძალიან საშიშია. საბედნიეროდ, ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით, თქვენ ამის გაკეთება აღარ მოგიწევთ. საზოგადოებრივი ბლოკჩეინის გამოყენებით, თქვენ უსაფრთხოდ შეინახავთ პირად ინფორმაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ქურდობისგანაც დაზღვეული იქნებით.

ბლოკჩეინ 101

ბლოკჩეინით ათასი საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება, თუმცა ამ სტატიაში მხოლოდ მისი მარტივი განმარტებით შემოვიფარგლებით: საზოგადოებრივი ბლოკჩეინი მონაცემთა ბაზის ახალი სახეა, რომელიც ათასობით ადამიანის და კომპანიის (მომხმარებლების) მიერ განიკარგება. სისტემაში ატვირთული ინფორმაცია აქ სამუდამოდ რჩება - ის არ შეიძლება შეიცვალოს და დაიკარგოს, რადგან ყველა მონაწილე ადამიანს ერთი ინტერესი ამოძრავებს - არსებული მონაცემთა ბაზის შენარჩუნება. თუ ისინი მონაცემთა იდენტურობაზე თანახმა არ არიან, მაშინ ისინი ანაზღაურებას ვერ მიიღებენ. მაგალითად: თუ მე საზოგადოებრივ ბლოკჩეინში დავწერ "ფილიპი ერთგულებას ძალიან აფასებს", ეს წინადადება სამუდამოდ ასეთად დარჩება და მისი ნახვა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. ამ მცირე ზომის ინფორმაციას ბლოკჩეინზე თავისი მისამართი აქვს და როდესაც ამ წინადადებას ვწერდი, შევქმენი კოდიც, რომლის მეშვეობითაც ვამტკიცებ, რომ ის ადამიანი ვარ, რომელმაც ეს დაწერა.

დასაწყისისთვის, თქვენი იდენტიფიკაცია მესამე მხარემ უნდა მოახდინოს და შემდეგ თქვენი გაწევრიანების მოთხოვნის დადასტურების მტკიცებულება უნდა დაწეროს. ეს ნოტარიუსის სერვისის მსგავსია, ნოტარიუსი თქვენს პირად ნომერს ამოწმებს და გიყურებთ, თუ როგორ აწერთ დოკუმენტს ხელს, შემდეგ ის ამ დოკუმენტს ბეჭედს არტყამს, რათა მისი ავთენტურობა დაამოწმოს. ბოლოს კი მთელი ეს ინფორმაცია რეესტრში შეაქვს. ბლოკჩეინის შემთხვევაში კი ამის პერსონალურად გაკეთება არ მოგიწევთ.

ბლოკჩეინის შემთხვევაში "ნოტარიუსი" მესამე მხარეა, რომელიც ჩვენს მოთხოვნას ადასტურებს, რეესტრის ფუნქციას კი თვითონ საყოველთაო ბლოკჩეინი ასრულებს. ეს ერთჯერადი პროცესია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი მონაცემების შემოწმების შემდეგ, იდენტიფიცირების სერვისი თქვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აგდებს.

დეცენტრალიზებული წვდომა

როდესაც ახალ საიტზე შედიხართ, ან რაიმეს ყიდვა გსურთ, თქვენი იდენტობის დასამტკიცებლად რაიმე აპლიკაცას ან ბრაუზერის პროგრამულ გაფართოვებას იყენებთ. ეს ძალიან მარტივია, რადგან გაქვთ კოდი, რომელიც იდენტიფიკაციის სერვისმა დაგიდასტურათ, რომლის მეშვეობითაც თქვენს იდენტობას ყოველთვის დაადასტურებთ.

შეიძლება შენიშნეთ, რომ ქსელში შესვლის ეს გზა ფეისბუკსა და ტვიტერზე შესვლის გზის იდენტურია. ეს ასე არაა. ახლა თქვენი პერსონალური მონაცემები ბლოკჩეინზე გაქვთ შენახული, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს იდენტობას თქვენით განკარგავთ. ფეისბუკისა და ტვიტერის შემთხვევაში კი თქვენ რომელიღაც დიდ კომპანიას ანდობდით თქვენს მონაცემებს და ისინი განკარგავდნენ მას.

რატომაა ბლოკჩეინი უკეთესი

დრო და მოხერხებულობა: თქვენ მხოლოდ თქვენი საიდენტიფიკაციო მონაცემების მხოლოდ ერთხელ შეყვანა გჭირდებათ. ამის შემდეგ, ნებისმიერი მომსახურების მიღებისას თქვენი იმეილის, კოდისა თუ მობილურის ნომრის თავიდან შეყვანა აღარ მოგიწევთ.

ბლოკჩეინზე ნებისმიერი სახის ინფორმაციის შენახვა შეიძლება: ყოველი თქვენი ინფორმაცია ბლოკჩეინზე სხვადასხვა ადგილასაა შენახული, სერვისის მიღებისას თქვენ მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოყენება შეგიძლიათ, რომელსაც ეს სერვისი გთხოვთ და მხოლოდ იმდენი ხნით, რამდენი ხანიც საჭიროა.

მისი ზომა: ბლოკჩეინი, ფესბუკისა და ტვიტერისგან განსხვავებით, არ ჩაიძირება. ბლოკჩეინი ერთი მიზნის მქონე ათასობით ინდივიდისა და ინსტიტუციისგან შედგება.

მასზე არსებული ინფორმაციის შეცვლა და ცენზურა შეუძლებელია: ბლოკჩეინზე ატვირთული ინფორმაცია უცვლელია. მას შემდეგ, რაც იდენტიფიკაციის სერვისი თქვენს მონაცემებს დაადასტურებს, თქვენი ამის გაუქმება აღარ შეგეძლებათ.

წყარო: blog.highfidelity.com

bottom of page