top of page

ეთერიუმი შესაძლოა კრიპტო სილიკონი იყოს


სტატია ეკუთვნის მაიკლ სპენსერს.

ICO-ს პრობლემები გვერდით გადავდოთ, ჩვენ კრიპტო რევოლუციის მომსწრენი ვართ. ადამიანები ციფრულ და დეცენრალიზებულ ტექნოლოგიას მიმართავენ, სახელმწიოები და ბანკები კი ამ პროგრესს ფეხს ვერ უბამენ.

2017 წელს ბიტკოინის დიდი ზრდა და მისი "კრიპტო ოქროდ" კორონაცია ვნახეთ. მომავალში კი გონიერი კონტრაქტების ისეთ პლატფორმებს განვადიდებთ, როგორიცაა ეთერიუმი.

ეთერიუმი კრიპტო ვერცხლია

ეთერიუმი შეიძლება ახლა კრიპტო ვერცხლია, მაგრა მის მდგრად განვითარებას სილიკონის ელემენტებიც ურევია. ეს იმიტომ, რომ ეთერიუმი ICO-ების მშობელი დედაა. ის არაა ბიტკოინის მსგავსი, რომელიც დიდი რეცესიის ფერფლიდან გამოვარდა და რამდენიმე ქვეყანაში უკვე აკრძალეს.

ეთერიუმი ახალი მოწყობის ყველაზე სიმბოლური კრიპტოვალუტაა.

შესაძლოა ბლოკჩეინი ქსელის შემდეგი იტერაციის სილიკონი იყოს

ეთერიუმი და ნეო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბლოკჩეინ პლატფორმებია, სადაც გონიერი კონტრაქტების, ხელოვნური ინტელექტისა და სწრაფი ტრანზაქციების იმპლემენტაცია შეიძლება. ამით ისინი კრიპტო სივრცეს სცდებიან და "ბლოკჩეინის სულს" სწვდებიან, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ახალი, უფრო გამჭვირვალე, დეცენტრალიზებული და თავისუფალი სოციუმის შექმნა შეუძლიათ.

ეს ოცნება არა მხოლოდ ახალ თაობაშია პოპულარული, არამედ უფროს თაობებშიც. ისინიც უფრო და უფრო ინტერესდებიან ამ ინოვაციით.

რამდენიმე პროგრესული სახელმწიფო გვაძლევს იმის დაჯერების მიზეზს, რომ ქაღალდის ფული ბლოკჩეინზე 2020 წლამდე აღმოჩნდება. ამის მაგალითებია: ესტონეთი, იაპონია, ყაზახეთი, ინდოეთი, რუსეთი, ჩინეთი და სხვ. ეს არ ნიშნავს, რომ ქაღალდის ფული დეცენტრალიზებული იქნება, მაგრამ ეს ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ კრიპტოვალუტები ბიზნესებისა და ხელისუფლებების მხრიდან დიდი ყურადღებით სარგებლობენ.

კრიპტო ორგანიზმებიდან, ეთერიუმს რაღაც უფრო დიდ, მნიშვნელოვან და ყოვლის მომცველ ინოვაციად ქცევის ყველაზე დიდი შანსი აქვს.

წყარო: medium.com

bottom of page