top of page

BitTorrent-ი გადმოწერაში კრიპტოვალუტებს გადაგიხდით


ბიტტორენტმა, რომელსაც ასობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს, პროექტი ატლასი წამოიწყო, რაც ბიტტორენტის ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან შერწყმას გულისხმობს. ის მომხმარებლებს seeding-ში TRX-ებს გადაუხდის, რაც ამ ინდუსტრიას მთლიანად შეცვლის. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2018 წლის იანვარში ტრონმა ბიტტორენტი შეიძინა.


მომხმარებლებს TRX-ის გადახდით გადმოწერის დაჩქარებაც შეეძლებათ. ხსენებული მონეტები seeder-ებს გადაერიცხებათ. ეს ორმხრივად მომგებიანი სიტუაციაა, გადმომწერები ფაილებს უფრო სწრაფად გადმოიწერენ, seeder-ები კი ფულს მიიღებენ.


ტრონის აღმასრულებელი დირექტორი, ჯასტინ სანი, ამბობს:


„პროექტი ატლასი დოკუმენტების დისტრიბუციის ახალ გზას კაფავს. უპირველესად, ეს პროდუქტი მაინინგს გამორიცხავს და ფაილების გადმოტვირთვის სიჩქარეს და seed-ების რაოდენობას გაზრდის. ის იდეალურად ეხამება იმ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ: გამჭვირვალე, მობილური და დაკავშირებული. ჩვენ საბოლოო ჯამში ყველანაირი შუამავლის გაუქმება გვსურს, რაც პროდუქტის შემქმნელებსა და მომხმარებლებს შორის პირდაპირი კავშირის დამყარებას გულისხმობს.“


როგორც სანი ამბობს, ბიტტორენტის იმ მომხმარებლებს, რომლებიც ახალი ვერსიის გამოყენებას ძველ ვერსიას ამჯობინებენ, მაინც ექნებათ ქსელით სარგებლობის საშუალება. ეს კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ტორენტის მომხმარებლები ხშირად უკვე გამოცდილ ვერსიას უფრო მეტად ენდობიან ხოლმე და განახლებებს ყურადღებას არ აქცევენ.


წყარო: bitcoinnews.com

bottom of page