top of page

"ახალი ბლოკჩეინების შექმნას ეთერიუმის გაუმჯობესება ჯობია"


2017-2018 წლების ICO -ების ბუმი ინდივიდუალური ბლოკჩეინ პროექტების ახალი ერაა, რომლებიც ეთერიუმის ქსელზე არსებული პრობლემების გამოსწორებას ცდილობენ. ყველა ეს პროექტი შესანიშნავია: ტრონი ქსელის დეცენტრალიზებაზე მუშაობს, EOS ბლოკჩეინის დემოკრატიზაციას ცდილობს, Zilliqa კი “shading” -ის კონცეპციისა და “Scilla”-ს პროგრამირების ენის შემუშავებას ცდილობს.

ბორბალს თავიდან გამოგონება არ სჭირდება


Loom Network-ის თანადამაარსებელმა, ჯეიმს მარტინ დეფმა თქვა, რომ ეთერიუმი უკვე საკმაოდ დახვეწილი ბლოკჩეინია და ახალი ბლოკჩეინების შექმნას ისევ მისი განვითარება ჯობია. Loom Network-ი ახალი ბლოკჩეინის შექმნის ნაცვლად, ეთერიუმს ზემოდან მეორე დონეს აშენებს. ეს დრეკადობის პრობლემას იმთავითვე სპობს.


რატომ უნდა შექმნა ახალი ბლოკჩეინი, როდესაც ეთერიუმი უკვე დროის მიერ გამოცდილი და დახვეწილია? მარტივად რომ ვთქვათ, ეთერიუმის ბლოკჩეინზე მომუშავე დეველოპერთა რიცხვი ძალიან დიდი სისწრაფით იზრდება.


მარტინის აზრით, ეთერიუმის ქსელის გაუმჯობესებით ბევრად მეტის მიღწევა შეიძლება, ვიდრე ახალი ბლოკჩეინების შექმნით. სავარაუდოდ ზუსტად ამიტომაა ტრონის ვირტუალური დანადგარი ეთერიუმთან 100%-ით შეთავსებადი.


წყარო: ethereumworldnews.com

bottom of page