BAT-ი კიდევ ერთ სავაჭრო პლატფორმაზე გამოჩნდა
ქოინბეისის პროფესიონალურმა სავაჭრო პლატფორმამ Brave-ის, ვებ-ბრაუზერის, კრიპტოვალუტა BAT დაამატა.
კომპანიამ პარასკევს გამოაცხადა, რომ ის BAT-ში დეპოზიტების მიღებას დაიწყებდა თავისი პროფესიონალური ვაჭრობის პლატფორმაზე შემდეგი 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც მომხმარებლებს პლატფორმაზე BAT-ით ვაჭრობის შესაძლებლობა მიეცემოდათ. ქოინბეისი მონეტას ჯერ კიდევ არ ამატებს საცალო ვაჭრობის პლატფორმებზე, მათ შორის coinbase.com-ზე და ანდროიდისა და IOS-ის აპლიკაციებზეც კი.
ისევე როგორც სხვა კრიპტოვალუტის დამატების შემთხვევებში, BAT-ის დამატებაც ოთხ ფაზაში მოხდება: მხოლოდ ტრანსფერის, როდესაც მომხმარებლებს მხოლოდ მონეტის გადარიცხვა შეეძლებათ; მხოლოდ დადების, როდესაც მომხმარებლებს შეეძლებათ მიუთითონ, რამდენად სურთ მონეტის გაყიდვა (ლიმიტის დაწესება); მხოლოდ ლიმიტის, როდესაც უკვე დაიწყება შეკვეთების დაწყვილება; ბოლოს კი სრული ვაჭრობის ფაზაც დაიწყება.
წერის მომენტში BAT-ის ღირებულება 0.29$-ს შეადგენს, რაც თითქმის 2%-იანი ზრდის შედეგია. მონეტის საერთო ბაზრის მოცულობა 298 მილიონ დოლარს უდრის, დღიური ვაჭრობის მოცულობა კი 11 მილიონ დოლარს.
წყარო: coindesk.com