top of page

ბინანსი ინტიტუციონალური ინვესტორების მოზიდვას ცდილობს


კრიპტოვალუტები განვითარების ახალ სტადიაში გადადიან და ბევრი სერვის პროვაიდერისთვის ეს დამატებითი ინსტიტუციონალური ინვესტორების მოზიდვას ნიშნავს. უმსხვილესმა კრიპტობირჟამ, ბინანასმა, თავისი ყურადღება მათკენ სულ ახლახანს მიმართა. ახალი სერვისების შემუშავებით კომპანია ცდილობს უზრუნველყოს, რომ პროფესიონალი მოვაჭრეები კრიპტო ბაზარში თავდაჯერებით ჩაერთვნენ.


ბინანსის მორიგი დიდი სვლა


ეს წელი ბინანსისთვის საკმაოდ საინტერესო იყო. მსოფლიოს წამყვანი კრიპტო ბირჟა წინსვლას განაგრძობს და სურს, პროფესიონალ მოვაჭრეებს ემსახუროს. კომპანია ინსტიტუციონალური დონის სპეკულატორებისა და ინვესტორებისთვის ახალი სერვისების შემუშავების პროცესშია. ამასთან, ის განაგრძობს უსაფრთხოებასა და ნდობის ფაქტორზე ზრუნვასაც. პროფესიონალური მოვაჭრეები ახლა მთავარი ძალაა კრიპტოვალუტების ინდუსტრიისთვის. ახლო წლებში ამ ბაზარში შესვლას უამრავი კომპანია ცდილობს.


რამდენიმე პროდუქტზე მუშაობით ბინანსი მიზნად ისახავს კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოს. ახალ განცხადებაში მათ უკვე გაამჟღავნეს, რომ ქვე-ანგარიშების (sub-accounts) დამატებას აპირებენ, რომელთა შორის ტრანზაქციებიც საკომისიოს გარეშე განხორციელდება. ასეთი ტიპის ანგარიშები გამოყოფილი თანხის ბალანსია, რომელიც მთლიანი ანგარიშის მფლობელთანაა დაკავშირებული. ქვე-ანგარიშები საკმაოდ მკაცრი წესებით მოქმედებს, ვინაიდან მხოლოდ ბანკთან შეთანხმებული წესების მიხედვით შეიძლება მათში შეღწევა. ეს ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საჭირო ფუნქციონალია.


არც თუ ისე გასაკვირია, რომ ასეთი დონის ინვესტორების გადაბირება მარტივი არ აღმოჩნდა. ბიტკოინ ფიუჩერსებმაც კი ვერ გამოიწვია მათი იმდენად დაინტერესება, რამდენადაც მოსალოდნელი იყო. თუმცა, ბინანსის დახმარებით ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. კომპანია ბევრ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას იღებს, რამაც წესით შედეგიც უნდა მოიტანოს. ამასთან ერთად, ფირმა გლობალურად გაფართოებასაც განაგრძობს, თანაც საკმაოდ სწრაფი ტემპებით. კომპანიისთვის ამ ეტაპზე მთავარი ინტერესს სინგაპური წარმოადგენს.


კრიპტოვალუტების განვითარებასთან ერთად, ინსტიტუციონალური მოვაჭრეები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდებიან. თუ ეკოსისტემა ახალ ინვესტორებს ვერ იპოვის, სტაგნაცია ალბათ ლოგიკურიც კი იქნება და რაც უფრო მალე გამოჩნდება კაპიტალის ახალი წყარო, მით უკეთესი.


წყარო: livebitcoinnews.com

bottom of page