top of page

ირანი სახელმწიფო კრიპტოვალუტას უშვებს


კომპანია SWIFT-ის მიერ ირანის გამოთიშვის საპასუხოდ სახელმწიფომ ამერიკის სანქციებისთვის გვერდის ასავლელად საკუთარი კრიპტოვალუტა გამოუშვა.


SWIFT-მა ამერიკის განახლებული სანქციების გამო ირანთან თანამშრომლობა გააუქმა


ინტერბანკის ბელგიურმა სერვის პროვაიდერმა, SWIFT-მა, რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ ის სისტემიდან ირანს იღებდა, Asia Times-ის თანახმად, კომპანია ამას ამერიკის ახალი სანქციების გამო აკეთებდა.


ამ სერვისის გაქრობის გამო ირანს ძალიან გაუჭირდებოდა იმპორტისა და ექსპორტისას გადახდის მეთოდის პოვნა. მიუხედავად ამისა, ამერიკას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. სტივენ მნუხინმა, ამერიკის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ქმედება „საერთაშორისო ფინანსური სისტემის პატიოსნების დასაცავადაა საჭირო.“


ირანის სახელმწიფო საკუთარ კრიპტოვალუტას უშვებს


ირანული ბანკების SWIFT-ისგან გამოერთების გამო ქვეყანა გაჭედილია, ვინაიდან მისი საზღვრებს იქით საბანკო სერვისებს ვეღარ აწარმოებს. სანქციებისათვის გვერდის ასავლელად ქვეყანა ციფრულ ვალუტის გამოშვებას აპირებს.


როგორც ცნობები იტყობინება, ISC-მა (Informatics Services Corporation), ირანის ერთ-ერთი ბანკის თხოვნით ციფრული ვალუტა უკვე შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტა ჯერ კიდევ ტესტირების ფაზაშია, უსახელო მონეტა ირანის სახელმწიფოს მიერაა გამყარებული და ცენტრალური ბანკისგან თანხმობას ელის.


წყარო: ethereumworldnews.com

bottom of page