ბიტკოინს შესაძლოა ფულის მსგავსი იურიდიული სტატუსი მიენიჭოს
აშშ-ში, ვაიომინგის შტატის წარმომადგენელთა პალატაში წარმოდგენილი იყო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, ლეგალური ახსნა მოუძებნოს ამ ჯერ კიდევ ახლადჩამოყალიბებულ სფეროს, რაც თავის მხრივ, შესაძლოა დიდი ნაბიჯი გახდეს კრიპტოვალუტის მიღებისა და მისი ფართო გამოყენებისადმი.
აღნიშნული კანონის მიღებით, ვაიომინგის შტატი ცდილობს კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინების ბიზნესისთვის ერთგვარი თავშესაფარი გახდეს და, ამავე დროს, თავს მომავალზე ორიენტირებულად და მზარდი ინდუსტრიის საჭიროებებზე პასუხისმგებლად წარმოაჩენს. კანონის მიღების შემთხვევაში, მალტასა და ესტონეთის მსგავსად, რეალიზებული იქნება ამ სფეროს პოტენციალი. სენატორ ოგდერ დრისკილის მიხედვით:
„ვაიომინგის შტატს, ნაციის კანონი - და შესაძლოა, მსოფლიოსიც კი, ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის სილიკონის ველად აქცევს“ .
ვაიომინგის შტატმა ბლოკჩეინისადმი მზარდი ინტერესი უკვე აჩვენა, როდესაც 2019 წლის 12 იანვარს, კრიპტოვალუტის ბაზრის დარეგულირების მიზნით ორი კანონი მიიღო. გასულ წელს სან-ფრანცისკოში ბაზირებულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ Coinbase ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბიზნესი კვლავ განაახლა.
Forbs-ის თანახმად ახალ კანონპროექტში რამდენიმე საკვანძო საკითხია, რომლებმაც კრიპტოვალუტის ბიზნესის წარმომადგენლებში მღელვარება გამოიწვია: პირველი, კანონპროექტი იურიდიულ სტატუსს სთავაზობს ისეთ ციფრულ ვალუტებზე, როგორიცაა ბიტკოინი (BTC), აღიარებს აღნიშნული ვალუტის ტრანზაქციებს და, შესაბამისად, ანიჭებს იგივე სტატუსს, როგორიც ფულს გააჩნია.
მეორე, კანონპროექტი კიდევ უფრო ამყარებს ციფრული აქტივების აღიარებას ბანკების მიერ ამ აქტივების ზედამხედველობის გზით და საჭიროების შემთხვევაშიც კი მათი შენახვითაც.
კანონპროექტი იმედს უჩენს კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის ინდუსტრიის მომხრეებს, რომლებიც იმედგაცრუებულები იყვნენ მთავრობის მხრიდან ბუნდოვანი დამოკიდებულებით. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იგი შესაძლოა სამომავლო საკანონმდებლო ინიციატივების საფუძველი გახდეს ამ საკითხთან მიმართებაში.
წყარო: ccn.com