top of page

კრიპტო ვაჭრობა ჯერაც სარისკოდ ითვლება


ახლახანს წამყვანმა კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-მა განაცხადა, რომ თავის მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს ბიტკოინები საკრედიტო ბარათით შეიძინოს. ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ვალის ზრდის გამო შესაძლებელია საკრედიტო ბარათით ბიტკოინის ან ნებისმიერი სხვა კრიპტოვალუტის შესყიდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება რთული აღმოჩნდეს; იმის გათვალისწინებით, რომ კრიპტოვალუტა ჯერ კიდევ აქტივების ახალ კლასს წარმოადგენს და დღეს-დღეობით განიხილება, როგორც არარეგულირებადი და საკმაოდ ცვალებადი ხასიათის მქონე, საკრედიტო ბარათით მისი შეძენა შესაძლოა გარკვეულ რისკებს შეიცავდეს.

მაგალითად, 2017 წლის დეკემბერში, ბიტკოინის ღირებულებამ პიკს მიაღწია და $20 000 შეადგინა, 24 საათის განმავლობაში კი 3%-ით დაეცა და მას შემდეგ ფასის კლებას განიცდის. წერის მომენტში, ბიტკოინი დაახლოებით $3,500 ღირს, რაც 82%-იანი ვარდნის შედეგია უმაღლესი მაჩვენებლიდან. დაუჯერებელია, რომ რომელიმე ინვესტორი მისი ფასის ზრდის მოლოდინში იყოს.


თუმცა, მეორეს მხრივ, მიმდინარე წლის დასაწყისში, ბიტკოინის ფასი $800-1000 ფარგლებში მერყეობდა. ინვესტორები, რომლებიც აღნიშნულ აქტივებში მონაწილეობას მიიღებდნენ, დეკემბრის თვის მანძილზე 1 900%-იანი მოგების ნახვას შეძლებდნენ. არაპროგნოზირებადი, სპეკულაციური და ცვალებადი ხასიათის კრიპტოვალუტის ბაზარი, შესაძლოა, მიმზიდველი იყოს, თუმცა ბევრ შემთხვევაში დამტკიცდა, რომ იგი უარყოფით შედეგებსაც იძლევა. მიმდინარე საბაზრო ტენდენციის გათვალისწინებით, აღნიშნულ ინდუსტრიაში ჩართული ბევრი მოთამაშე მაღალი რისკების გამო სიფრთხილეს იჩენს.


2017 წელს, LendEDU-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ინვესტორების 22%-მა, რომლებმაც კრიპტოვალუტა საკრედიტო ბარათით შეიძინეს, მოგვიანებით გადახდა არჩიეს ან საკუთარი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები იყვნენ. ამასთან, ერთი წლით ადრე, აშშ-ის, ბრიტანეთის, ავსტრალიის, კანადისა და ევროპის ბანკებმა ინვესტორების დაცვის მიზნით საკრედიტო ბარათებით კრიპტოს შესყიდვა აკრძლეს. თუმცა, ზოგიერთი ბანკი ამის შესაძლებლობას იძლევა.


მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო ბარათების გამოყენება, ერთი მხრივ, ხელს უწყობს კრიპტოვალუტის დანერგვას, რადგან კრიპტოს შეძენის უფრო მეტი გზა ჩნდება, ამ პროცესთან დაკავშირებული რისკები მიღებულ სარგებელს აღემატება.


ანგარიშის თანახმად, ამერიკული საკრედიტო ბარათის დავალიანების მოცულობამ, წინა წელთან შედარებით, საშუალოდ 3%-ს მიაღწია, რამაც ერთ მომხმარებელზე საშუალოდ $6,375 შეადგინა. გარდა ამისა, საკრედიტო ბარათების ვალმა 2017 წელს ახალ სიმაღლეს, 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია.


ინვესტორებმა ყურადღებით უნდა აწონ-დაწონონ სიტუაცია და გააცნობიერონ თუ რა რისკი შეიძლება მიადგეს მათ ფინანსურ მდგომარეობას, რომელსაც კიდევ ემატება აქამდე არსებული საკრედიტო ვალი და მომხმარებელთა არაპროგნოზირებადი გადაწტვეტილება, რათა თავიდან აიცილონ წაგება.


ჯერჯერობით უფრო და უფრო მეტი გზა ჩნდება ამ ახალი კლასის აქტივების შესაძენად. დეკემბერში Bitcoinnews-მა ბიტკოინ ბანკომატების რაოდენობის გაზრდის თაობაზე განაცხადა. CoinATMRadar-მა 143 399 მომსახურების პუნქტი წარმოადგინა, რომელიც ხელმისაწვდომია 76 ქვეყანაში. ცხადია, ყველაფერს გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე, თუმცა რიგითი ამერიკელისთვის საკრედიტო ბარათის შეთავაზება უფრო მისაღებია. "შეიძინე კრედიტად და გადაიხადე გვიან" შესაძლოა უფრო მიმზიდველი გზა იყოს აღნიშნული აქტივების შესაძენად, ვიდრე დიდი შრომით მოპოვებული ფულით კრიპტოვალუტაში პირდაპირი ინვესტირება.


წყარო: bitcoinnews.com

bottom of page