როდის გამოუშვებს ფეისბუქი თავის კრიპტოვალუტას?
უკვე დიდი ხანია დადის ჭორები იმის შესახებ, რომ სოციალური ქსელის გიგანტი, ფეისბუქი, საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს. ახლახანს თარიღიც გამოცხადდა: 2020 წლის პირველი მეოთხედი.
ამ წლის ბოლოს კომპანია ახალი კრიპტოვალუტის დატესტვას დაიწყებს, რომელსაც ყველა ერთხმად GlobalCoin-ს უწოდებს. ამ ზაფხულს ისინი უფრო მეტი დეტალის შემუშავებას აპირებენ და ამის თაობაზე ერთი თვის წინ შეხვდნენ კიდეც მარკ ქერნის, ინგლისის ბანკის გუბერნატორს, ვისთან ერთადაც კრიპტოვალუტის გაშვებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და რისკები განიხილეს.
კომპანია ფულის გადარიცხვის სხვადასხვა კომპანიებსაც უკავშირდება (მათ შორის Western Union-საც), რათა საბანკო ანგარიშის გარეშე თანხის მიღება-გაგზავნის მარტივი გზები განიხილონ.
როგორი იქნება ფეისბუქის კრიპტოვალუტა?
ფეისბუქს უნდა ისეთი ციფრული ვალუტის შექმნა, რომლითაც რისკებისა და ზედმეტი ხარჯების გარეშე შეძლებს ფულადი ტრანზაქციების წარმოებას საბანკო ანგარიშის გარეშე.
სოციალური ქსელების გიგანტი, რომელიც ინსტაგრამსა და WhatsApp-საც ფლობს, მიზნად ისახავს ფინანსური ბარიერების გაქრობასა და ბანკებთან დაპირისპირებას. ისინი უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ონლაინ სავაჭრო პლატფორმებთან თავიანთი კრიპტოვალუტის მიღების თაობაზე.
შეძლებს კი ფეისბუქი ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების მიმართ ეჭვების გაქრობას და მართლად დაცული ციფრული ვალუტის შექმნას?
Bloomberg-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკელების უმეტესობას ბიტკოინსა და ეთერიუმს ფეისბუქის კრიპტოვალუტა ურჩევნია. შედეგების მიხედვით, მათი 59% დაინტერესებული იყო სოციალური ქსელის მიერ შექმნილ ციფრულ ვალუტაში.
წყარო: bbc.com